ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 თებერვალი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 24 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 24 თებერვალს მოხდა.

თამაშები

24 თებერვალს “ბარსელონას” 18-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 13 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1991 წელი

“ბარსელონამ” “ვალიადოლიდი” სტუმრად 5-1 დაამარცხა, ჩიკი ბეგირისტაინმა კი ლა ლიგაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.

1997 წელი

პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ ქალაქ ბარსელონაში შეხვედრა გამართა. განსახილველი საკითხი ჟან-მარკ ბოსმანის წესისგან სარგებლის მიღება იყო. შეხვედრას ესწრებოდნენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც იყვნენ დიეგო მარადონა, ალფრედო დი სტეფანო და იოჰან კრუიფი.

2003 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ანტონი ტორესი.

2008 წელი

“ლევანტესთან” 5-1 მოგებულ შეხვედრაში სამუელ ეტო’ომ ლა ლიგაში “ბარსას” მაისურით პირველი ჰეთ თრიქი გაიფორმა.

2015 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტი” 2-1 დაამარცხა. ამ ტურნირზე თავისი პირველი დუბლი გაიფორმა ლუის სუარესმა.

2018 წელი

“ბარსელონამ” “ჟირონა” 6-1 გაანადგურა და ლა ლიგაში ზედიზედ 32-ე წაუგებელი თამაში ჩაატარა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • nikusha
    24 თებ 2024, 09:59

    პირველი ჰეტრიკების დღე ყოფილა და ეგებ დღესაც შეასრულოს ლა ლიგაში პირველი ჰეტრიკი ლევანდოვსკიმ

  • nika 54
    24 თებ 2021, 18:56

    მოკლედ ყველა დონეზე ვაფუჭებთ სტატისტიკას.

  • Giorgi99
    24 თებ 2021, 17:27

    FC Bayern Munich,
    მართალია, მაგრამ შარშან ლივერპულს რომ შეხვედროდა ან ატლეტიკოს, ან სხვა ნებისმიერ ძ₾იერ გუნდს და არა გაფარჩაკებულ ბარსელონას. ისე და არ ყავს კონკურენტი ამ მომენტში ბაიერნს, ისე თავისნაირ ძლიერ გუნდებს შეახვედრონ კაი იქნება, თუნდაც ლივერპულს, თუნდაც სიტის ან პსჟ- საც თუ შეხვდება ფინალამდე კაი იქნება. ლაციო და სხა დაბალი დონის გუნდებთან არ გამოდგება საზომად.

  • me da barca
    24 თებ 2021, 17:13

    საინტერესოა დღევანდელი დღე, როგორ შევა ამ ისტორიაში.

  • FC Bayern Munich
    24 თებ 2021, 13:15

    marco reus 11,
    არასწორი ტაქტიკიდ თამაშობდა კოვაჩი, მეორე ნომრად ათამაშებდა ბაიერნს რაც არაა ამ გუნდის ფილოსოფია, რა შედეგები ქონდა კი ვნახედ, არადა მჯეროდა ამ შემადგენლობის უბრალოდ პირველივე დღიდან ვიცოდი რო კოვაჩი სვარკა ფეხბურთს ათამაშებდა, ფლიკმა მისცა გუნდს მუხტი და ის ფეხბურთი რაც გამარჯვებისთვის ჭირდებოდათ, მაღაკი პრესინგი და ბურთის სწრაფად დაბრუნება, საშიში ტაქტიკა თუ დაახწია მეტოქემ თავი ჩათვალე კონტრშეტევას მიიღებ, მაგრამ მეორე წელია ანადგურებენ ყველას, 19 მატჩიდან 18 მოიგეს ლიგაზე თან საშუალოდ 3-მ ბურთიანი ჰანდიკაპებით, ბარსასაც იგივე სჭირდება შემსრულებლები არ ყავს ნაკლები, პსჟ-თან ტიპმა კონტრშეტევებზე ათამაშა და ბურთი დაუთმო მეტოქეს, ბარსაააა ეს ბარსაა ატლეტიკო ხო არაა 10 კაციდ დაცვაში იდგეს და დემბელეს ან გრიზმანის გაქევის იმედად იყოს 90 წუთი 😏 არ ვიცი ალბად იდეალური მწვრთნელი ამ გუნდისთვის ხავი იქნებოდა, პეპის დროინდელი ბარსას ტვინი იყო და მთლიანად ჯდება ამ გუნდის დეენემში.

  • C.PC5
    24 თებ 2021, 11:44

    სუას დუბლი გამახსენდა❤️ ეჰ რა დრო იყო! ის წაუგებელი სერია და სარეკორდო წაუგებელი მატჩების რაოდენობა❤️ ვერ ერგებოდა სტილს მაგრამ მაინც რამხელა რაღაც გააკეთა ვალოდიამ მხოლოდ ახლა ვიაზრებ, სხვისი არ ვიცი და მაგ კაცს მე პირადად ვაფასებ!

  • marco reus 11
    24 თებ 2021, 10:47

    ნერვები მეშლება ბიჭო, კოვაჩის ბავარია არაფერი გუნდი არ იყო და ფლიკმა მკვლეკ მანქანად აქცია , კიდე კაი ეგენი არ შეგვხვდნენ თუარა ავიდოდნენ 20 მდე 😀 ჩვენ კიდე რატო მოგვყავს ყველა უუნარო მწვრთნელად ,ამ უუნაროებს კიდე ეგ უნდათ?

  • Bobi
    24 თებ 2021, 10:42

    ძალიან საინტერესო რუბრიკაა, ბევრ დაინტერესო ფაქტს იგებს ადამიანი, რომელიც დიდი ალბათობით არ იცოდა. წლის ბოლოს შემაჯამებელი ტესტიც იქნება ალბათ საჭირო 😁💙❤️❤️