workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
არგენტინის პრეზიდენტი ლეო მესის თვითმფრინავით სარგებლობს

არგენტინის პრეზიდენტი ლეო მესის თვითმფრინავით სარგებლობს

Marca-ს ინფორმაციით, არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი მექსიკელმა კოლეგამ, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა მექსიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 200 წლისთავის აღსანიშნავად თავის ქვეყანაში მიიწვია.

საინტერესოა, რომ, როგორც მადრიდული გამოცემა იუწყება, ფერნანდესი ამ შეხვედრაზე ლიონელ მესის თვითმფრინავით გაემგზავრა. როგორც ცნობილია, “ბარსელონას” ლიდერმა პრეზიდენტს იგი 4 დღით, 160 000 დოლარად მიაქირავა.

აღნიშნული თვითმფრინავი “ლა პულგამ” 2018 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა, მისი ღირებულება კი 15 მილიონი დოლარია.

როგორც წყარო იტყობინება, როცა ლეო მესი არგენტინაში არაა, თვითმფრინავი ლეგენდარული ფეხბურთელის მშობლიური ქალაქის – როსარიოს აეროპორტშია დაბინავებული.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 24 თებ 2021, 19:11

    ბენზინს მაინც თუ უსხავს, თუ ცარიელი ბაკით უბრუნებს.

  • Bobi
    schedule 23 თებ 2021, 22:41

    საიდან ყავს თვითმფრინავი?
    რატომ ყავს თვითმფრინავი?
    რამდენი გადაიხადა თვითმფრინავში?
    რა შუაშია ბართომეუ მესის თვითმფრინავთან? 😆😆
    ველი ასეთ სტატიებს, დაე აჭრელდეს ეპსანური პრესა მეორედ 😆

  • M10 S9 D11
    schedule 23 თებ 2021, 22:22

    უუჰ კაია საკუთარი თვითმფრინავი რო გყავს

  • Albicelecte
    schedule 23 თებ 2021, 22:19

    არგენტინაში პარკინგის გადასახადია უფრო დაბალი;
    არა ბიჭო ესპანეთის ხაზინას შევავსებდით კიდევ ქონების და პარკინგის გადასახადებით smiley smiley smiley

  • me da barca
    schedule 23 თებ 2021, 21:56

    კი მარა თუ ბარსელონაში დაჭირდა არგენტინიდან უნდა გამოიძახოს?
    ჩემი ტრანსპორტი იქ უნდა იყოს, სადაც მე ვარ.