workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარეს მირამონტესი: მხოლოდ მესი ვერაფერს შეძლებს

ლუის სუარეს მირამონტესი: მხოლოდ მესი ვერაფერს შეძლებს

“ბარსელონას” ლეგენდა, ლუის სუარეს მირამონტესი Carrusel-ის ეთერში კატალონიური კლუბის მორიგ იმედგაცრუებას გამოეხმაურა და გუნდი ტრადიციულად მკაცრად გააკრიტიკა.
“ბარსამ” საკუთარ მოედანზე “კადისი” ვერ დაამარცხა და “ატლეტიკოსთან” სხვაობის 6 ქულამდე შემცირების შანსი გაანიავა. 

იგივეს ვიტყვი, რასაც ყოველთვის ვამბობ. “ბარსელონა” რითმისა და აგრესიულობის გარეშე თამაშობს. ყველა ზედმეტად ფრთხილად, ხასიათის გარეშე მოქმედებს, გუნდს ორგანიზება აკლია. 
მხოლოდ მესი ვერაფერს შეძლებს. პერიოდულად მას პედრი ეხმარება, მაგრამ ზოგადად გუნდი ძალიან სუსტია. 

– განაცხადა სუარესმა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • Bobi
    schedule 21 თებ 2021, 21:45

    ზუსტი შეფასებაა მისი მხრიდან. გუნდი აბსოლუტურად დემორალიზებული, განადგურებული, ჩამოშლილი, არაორგანიზებული და თითქოს ძალიან ფრთხილია. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, ძალიან გულდასსწყვეტია უბრალოდ, ისე ჩანს რომ არავის ადარდებს ეს ყოველივე კლუბის მმართველ ფენაში. პირიქით, მგონია რომ ძალით უნდათ ჩაძირვა, ამიტომაც ველი ლაპორტას

  • M10 S9 D11
    schedule 21 თებ 2021, 21:28

    არგენტინაში გამოსწორდა სიტუაცია და ეხლა ბარსა დაემგვანა არგენტინას

  • me da barca
    schedule 21 თებ 2021, 20:43

    88 წუთი გაუძლო კადისის დაცვამ ბარსას შეტევას და ბარსამ ვერ გაუძლო 2 წუთიან შეტევას.
    დავალება რაც ქონდათ შეასრულეს. 80 წუთამდე გაეძლოთ და მერე პრესინგი და შეტევაზე გადასულიყვნენ.
    ამ ბარსას ნებისმიერი გუნდი მოუგებს.
    სლენგლე კი არის შეშა.

  • nika 54
    schedule 21 თებ 2021, 20:17

    ნამდვილად არ მეგონა თუ ვალვერდე მომენატრებოდა.

  • ვიტორ ბორბა ფერეირა
    schedule 21 თებ 2021, 19:47

    დღესვე უნდა გააგდონ ეს უდონო კუმანი..უარესად ღუპავს გუნდს, ცუდ მენტალიტეტს უყალიბებს გუნდს ამისთანა მშიშარა სეტიენიც არ ყოფილა რას ათამაშებს საერთოდ გუნდს ვერ გაიგებ, რაც არაუნდა კრიზისში იყოს გუნდი ამ ფეხბურთელებით და ამ რესურსით უფრო კაი შედეგს დადებდა ნებისმიერი ნორმალური მწვრთნელი…მოკლედ გასაგდებია სასწრაფოდ და ისეთი უნდა მოიყვანონ რომელიც სწრაფ მოტივირებულ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს!..

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 21 თებ 2021, 19:42

    საკითხავია ელჩესთან თუ მოიგებენ.