Cope-ის ჟურნალისტის, ვიქტორ ნავაროს ცნობით, რონალდ არაუხო “ბარსელონას” მომდევნო შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამ კვირაში მისი მოედანზე დაბრუნება ფაქტობრივად გამორიცხულია.
21 წლის ურუგვაელს, რომელიც ბოლო დროს “ბარსას” ყველაზე საიმედო მცველად ჩამოყალიბდა, ტრავმის გამო ბოლო 3 შეხვედრა გაუცდა. რამდენიმე დღის წინ მან გუნდთან ერთად ივარჯიშა და ივარაუდებოდა, რომ “პარი სენ-ჟერმენთან” თამაშს შეძლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
სამწვრთნელო შტაბისა და სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებით, არაუხოს დაბრუნების ხელოვნურად დაჩქარება მიზანშეწონილი არ იქნება.
“ბარსა” კვირას ლა ლიგის 24-ე ტურში “კადისს” შეხვდება, რომელიც ძალიან ცუდ ფორმაშია – ანდალუსიელებმა ბოლო 4 მატჩში 15 გოლი გაუშვეს და სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციას იკავებენ.




ეს დალოცვილი პსჟ-სთან აპირებდა თამაშს და კიდევ ერთი კვირა არ ეყო?
კადისთან ეს არცაა საჭირო, მაგრამ ამან თუ ასე გააგრძელა კოჭლობა, შეგვრჩება იმედის მომცემი ხრუსტალი.
ნუ იქნება კადისთან,მთავარია გამოჯანმრთელდეს.კადისს მაინც მოუგებს ბარსელონა უპრობლემოდ.
პესეჟემდე რატომ რისკავდნენ არ მესმის, ერთი მატჩის გამო კარიერას უდებდნენ სასწორზე. შესაფერისი მწვრთნელი თუ მოვიდა ბარსას ოქროს თაობა მეორედ ეზრდება, არაუხო კი იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იქნება
ეხლა კადის სულ ლენგლეებით მოვიგებთ ისეთ ფორმაში არიან. დაისვენოს არ გაურთულდეს!!
არ ღირს გარისკვა. იმედია სევილიასთან თამაშამდე მოასწრებს გამოჯანმრთელებას. წესიერი მეწყვილე რომ ყავდეს დე ლიხტზე ნაკლები პიარი არ ექნებოდა. თუმცა ჯერ კიდევ ძაან ბევრი რამე აქვს სასწავლი. ვან დაიკის ნაირი თუ გამოვა მაგარი იქნება.
მოუწევს დასვენება და ბოლომდე მორჩენა
ძალიან ახალგაზრდაა და თავს არ უფრთხილდება, ეს რაღაც პონტში კარგია, მაგრამ წინ ხანძლივი კარიერა აქვს და უნდა ისწავლოს სიფრთხილეც
ამან თავის თავს გაუფუჭა საქმე. პესეჟესთან უნდოდა თამაში და ზედმეტად დაიტვირთა ალბათ. ახლა მაინც გაჩერდეს და მოირჩინოს ბოლომდე.
დაისვენოს და პესეჟესთვის კარგად მოემზადოს ჯობია.. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თამაში პარიზშია თუ ბარსელონაში უაყურებლოდ ყველა თამაში ნეიტრალურზეა ჩათვალეთ.. სადაც პსჟმ 4 გაიტანა ჩვენც შეგვიძლია 5 ის გატანა ოღონდ დაცვამ უნდა იყოჩაღოს რომ არ გავუშვათ გოლი
ბარსელონა ხო ბრდღვნის ყველაფერს არგამიკვირდება ისევ რო წაგონ თუ გაბუტული სახით გამოვლენ