“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვიქტორ ფონტმა, მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა.
ჰოლანდი თუ მბაპე? ეს გადაწყვეტილება სპორტულმა დეპარტამენტმა უნდა მიიღოს. პირადად მე ჰოლანდი მომწონს და მისი ტრანსფერი ძალიან გამიხარდებოდა.
გუნდის შემადგენლობის შერჩევაში კუმანს სრულად ვენდობი. შესაძლოა, ფლორენტინო პერესი “რეალში” ამას არ აკეთებს, მაგრამ მე შემადგენლობის არჩევაში არ ჩავერევი.
ჯერ კიდევ 35 ათასი ადამიანია ისეთი, რომელსაც საბოლოოდ არ გადაუწყვეტია, ვის დაუჭერს მხარს არჩევნებზე. ასე რომ, კლუბის ის წევრები, რომლებმაც თავიანთი პოზიცია გამოკითხვებში დააფიქსირეს, უმცირესობაში არიან.
მონაწილეთა 90% დარწმუნებულია იმაში, რომ გამარჯვებას საუკეთესო და ყველაზე კარგად მომზადებული პროექტი იმსახურებს. მათ იციან, რა იმსახურებს რეალურ ყურადღებას. 2015 წელს მათ ხმა ტრებლის გამო მისცეს, შემდეგ კი ვნახეთ, მოვლენები როგორ განვითარდა… ამჯერად მათ თავიანთი ხმა 11 წლის წინ მოგებული 6 ტიტულის სასარგებლოდ არ უნდა დააფიქსირონ.
ლაპორტამ თავისი კანდიდატურა არჩევნებამდე 2 თვით ადრე წარადგინა, ასეთ სიტუაციაში კი იმპროვიზირებული მოქმედება არც ისე გონივრულია. კარგი იქნება, თუ დავსხდებით და ჩვენს პროექტებს შევადარებთ.

– განაცხადა ფონტმა თავის პრესკონფერენციაზე.

ამჯერად მათ თავიანთი ხმა 11 წლის წინ მოგებული 6 ტიტულის სასარგებლოდ არ უნდა დააფიქსირონ. აბა რის სასარგებლოდ? შენი ბოდვების სასარგებლოდ?
რომ აჯობოს ლაპორტამ თავისი პროექტით რაც დარწმუნებული ვარ გარდაუვალია მაგის არ ეშინია?აუცილებლად მოუჯოკრავს ლაპორტა ამიტომ დაეტიოს ფონტი თავის ადგილზე არჩევნებამდე. არჩევნებში ისედაც ელოდება დამარცხება.
ბარსას დღეს ყვ****ანი პრეზიდენტი ჭირდება.
ლაპორტა ჩვეულებრივი მაფიოზია, ეს კიდევ ბართომეუს ადარებს, რომელსაც შეიხები პასუხის ღირსადაც არ თვლიან 😆
ამან ახლა ლაპორტა ბართომეუს შედარა და ეჭვი შეიტანა მის წარმატებულ დირექტორობაში თუ მომეჩვენა რამე?? კაი ძმაო ვნახავთ 7ში ყველაფერს.
ბარსელონას ისეთი ძლიერი პრეზიდენტი ჭირდება როგორიც რეალს ყავს ბაბუ პერესი ნახევარ საფეხბურთო სამყაროს აკონტროლებს და ასეთი ბარსელონასთვის სწორედ ლაპორტა იქნება პრინციპული და ჭკვიანია ლაპორტა ასერომ სხვა კანდიდატებს შანსი არ აქვთ..
‘“ჰოლანდი თუ მბაპე? ეს გადაწყვეტილება სპორტულმა დეპარტამენტმა უნდა მიიღოს”. ამიტომააა რო ვიძირებით უკვე 3-4 წელია,ისედაც არ ვენდობოდი ამას ახლა სულ დამეკარგა წარმოდგენა.
სიტყვის კაცი არ ყოფილა, ჯერ თქვა რომ ხავი ნებისმიერ შემთხვევაში მოდიოდა, ახლა კი ამბობს რომ კუმანს სრულიად ენდობა. ისე კი დებატები ამათ შორის არ იქნებოდა ურიგო, ვნახავდით რამის თავი თუ აქვს ფონტის.
ვაიმე როგორ ეწვის ამას ერთი ადგილი ძაან კარგად იცის რო ვერ გახდება პრეზიდენტი