“ბარსელონას” 34 წლის ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ, შესაძლოა, კარიერა მომდევნო სეზონის ბოლოს დაასრულოს. პიკემ ამის შესახებ უკვე აცნობა პრეზიდენტობის კანდიდატს ჟოან ლაპორტას. აღნიშნულ ინფორმაციას ჟურნალისტი ფელიპე რამისი ავრცელებს.
პიკე, რომელიც “ბარსელონას” აღზრდილია, პირველი გუნდის ღირსებას 2008 წლიდან იცავს, მან “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მაისური 554-ჯერ მოირგო (48 გოლი) კლუბთან ერთად კი 29 ტიტული მოიპოვა.
ჭკვიანია, ნაკრებიდანაც დროულად წამოვიდა.
2022 წელს, ანუ მომდევნო სეზონის ბოლოს
ზუსტად დროული და საჭირო მომენტში მიდის
ანდორას მოხოდავს, ცოტა გაერთობა, იხალისებს და თანაც პოლიტიკურ ამბავშიც შეემზადება მადრიდელ ჯოჯოებთან საომრად
დროული გადაწყვეტილება იქნება👍
ახვა გუნდში პიკეს ნახვა წარმოუდგენელია და 2022ში კი იქნება ზუსტად დრო რომ დაამთავროს კარიერა. იქამდე შემცვლელსაც მოიძიებენ როგორმე და შეცვლის მერე სათანადოდ პიკეს.
წასვლით არ უნდა წავიდეს ნამდვილად ჭირდება გუნდს,ჯერ კიდევ ბევრს ჯობნის დაცვაში,მაგრამ თუ გადაწყვეტილი აქვს წასვლა ღირსეული და შესაფერისი გაცილება ეკუთვნის ნამდვილად.ლაპორტას მერე მე პირადად პრეზიდენტობის შესაფერის კანდიდატად მიმაჩნია სიტყვა პასუხი ამას არ ეშლება,საკადრისი პასუხის გაცემა და ზრდილობიანად ნებისმიერისთვის თავისი ადგილის მიჩენა.ჩემი ნება რომ იყოს კაპიტნის სამკლავურსაც ამას მივცემდი ზუსტად ის თვისებები აქვს რაც ჭირდება კაპიტანს გუნდის გამხნევება და მის გამოსაფხიზლებლად შემოძახებასაც არ ერიდება,ხმასაც უწევს თუ საჭიროა და ასეც უნდა იქცეოდეს ნამდვილი კაპიტანი.ამიტომ პრეზიდენტობის შემთხვევაში თავისი ფეხბურთელების დაცვასაც კარგად შეძლებს ნებისმიერი შეურაცხყოფისგან და უპასუხოდ არ დატოვებს,საკადრის პასუხსაც აუცილებლად გასცემს.ფეხბურთელებსაც კარგად შემოულაწუნებს აზრზე მოდითო საჭიროების შემთხვევაში თუ დასჭირდა.
რაც არუნდა ცუდი იყოს ზოგ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს ჯერ. გასაგებია რომ პრეზიდენტობა უნდა ალბათ 😄 მაგრამ ბონუჩი და კიელინი ამაზე უფროსია და თამაშობენ. ზამენაზე კარგი იქნება ისედაც გუნდის გამაცოცხლებელია უკანა ხაზში. გაცილება ეკუთვნის ამ კაცს და ნუ წავა ჯერ მერე უფრო კარგი ატმოსფეროთი გულშემატკივრებთან ერთად წავიდეს ❤️