ბრაზილიური “სანტოსის” თავდამსხმელს, ნეიმარს საფეხბურთო კარიერის გაგრძელება მადრიდულ “რეალში” სურს, – იტყობინება მადრიდული გამოცემა “მარკა”.
მრავალი ჭორის ავტორი გაზეთი “მარკა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბრაზილიელ თავდამსხმელ ნეიმარს თამაში “რეალ მადრიდში” სურს. მადრიდული გამოცემის თქმით, ნეიმარმა “ბარსელონას” ბრაზილიელ მარჯვენა მცველს, დანი ალვესს ასეთი რამ განუცხადა: “მე მადრიდში თამაში მსურს. “ბარსელონას” გაგონებაც კი არ მინდა.”
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მისი ამჟამინდელი გუნდის, “სანტოსის” მთავარმა მწვრთნელმა თქვა რომ, თუ ნეიმარი “რეალ მადრიდში” გადავიდოდა, იგი თავის თავს ზიანს მიაყენებდა, რადგანაც ამ გუნდს ბევრი ვარსკვლავი ჰყავს, რის გამოც იგი მოედანზე თავისუფალი ვერ იქნებოდა. მან ცალსახად აღნიშნა, რომ ნეიმერი–მესის დუეტი შეუდარებელი იქნებოდა. თუმცა, თუ მრავალი ჭორის ავტორ “მარკას” დავუჯერებთ, ნეიმარი მადრიდში მიდის.
