“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის ყოფილმა ასისტენტმა, ხუან კარლოს უნსუემ, Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში, ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის დიაგნოზის დასმის შემდეგ შეცვლილ ცხოვრებაზე, “ბარსელონასა” და “პარი სენ-ჟერმენთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა..
6-1
რონალდ კუმანი
ტერ შტეგენი
ნეიმარის წასვლა
ალბათ, წარმატების მეტი შანსი უფრო ძლიერ ჩემპიონატში ექნებოდა, ვიდრე ლიგა 1-ია. როდესაც ყოველდღიურად უმაღლესი დონის მეტოქეს ეთამაშები, პროგრესს უფრო მეტად ახერხებ.
ცხოვრება ALS-თან ერთად
დიაგნოზის დასმის შემდეგ, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. სხეულის შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მარტივი, ყოფითი რაღაცების გასაკეთებლად უფრო მეტი დრო მჭირდება.
ქუჩაში მარტო გასვლას ვერ ვახერხებ. თუ ჩემი მეუღლე სახლში არ არის, რომელიმე მეგობარს ვურეკავ და ის მეხმარება გადაადგილებაში.
ეს საკმაოდ რთული დაავადებაა, რომელიც დიდ ფინანსურ რესურსს საჭიროებს. პაციენტებს 24 საათი, კვირაში 7 დღე, მომვლელი სჭირდებათ.
მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ ის შესაძლებლობები დავინახო, რომელსაც ეს დაავადება იძლევა. ახლა უფრო მეტი ფიქრის საშუალება მაქვს, ვიდრე ადრე.
საწუწუნო არაფერი მაქვს. ბედნიერი ვარ იმ ცხოვრებით, რომელიც მქონდა. მე და ჩემმა მეუღლემ კარგი ოჯახის შექმნა შევძელით, 3 ჯანმრთელი შვილი გვყავს, რომლებიც უკვე ცხოვრების თავიანთ გზაზე დგანან. 53 წელი ცხოვრებისგან სიამოვნებას ვიღებდი. უკმაყოფილების არც საფუძველი მაქვს და არც უფლება. გადავწყვიტე, რომ ცხოვრებისთვის აზრი შემეძინა და ეს ყველაფერი იმაზე უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე განვილილი საფეხბურთო კარიერა. მინდა, იმ ადამიანებს დავეხმარო, რომელთაც ამ დაავადებასთან თანაცხოვრება უწევთ.
ჩემი ასაკის ყოფილა.
ღმერთმა გამძლეობა მისცეს, 53 წელი რა არის, ხალხი ამ ასაკში იწყებენ ნამდვილ ცხოვრებას როცა შვილებს აბინავებ და უკვე ცხოვრებით, შვილიშვილების ცქერით ტკბები.
ეუფ ეს ძალიან ცუდი ინფოა.ნამდვილად არ ვიცოდი თუ ასეთ დაავადებასთან ჰქონდა საქმე.მე უფრო დაბალი რანგის დაავადება ჰქონდა მეგონა 🙁 გამძლეობას გისურვეუბ უნსე 🙂
სამაგალითო მიდგომაა და დასაფასებელია 👏🏻❤️❤️
არ ვიცოდი ამ კაცს ასეთი რთული რამ თუ სჭირდა😭 არადა უმაგრესი ასისტენტი იყო❤️ როგორ დატანჯა ცხოვრებამ ესეც და ლუჩოც😞