“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ, განაცხადა, რომ ინგლისური კლუბი აღარ იბრძოლებს ალექსის სანჩესის “უდინეზედან” წამოყვანისთვის. იტყობინება გავლენიანი იტალიური გამოცემა “Sky Sport Italia”.
“მე ვესაუბრე ალექსის სანჩესს და მან მითხრა, რომ შეეძლო “მანჩესტერ სიტიში” თამაში. ახლა კი ჩვენ აღარ ვაპირებთ ჩილელი თავდამსხმელისთვის ბრძოლას. მოვრჩით მასთან მოლაპარაკებების წარმოებას მას შემდეგ, რაც საბოლოო შეთავაზება გავუკეთეთ “უდინეზეს” მესვეურებს”.დაასრულა რობერტო მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ სიტი” ჩილელ ფეხბურთელში 40 მილიონს იხდიდა. მას შემდეგ, რაც ისინი “რბოლას” გამოეთიშნენ “ბარსელონა” დარჩა ერთადერთი პრეტენდენტი.



