რონალდ არაუხო და ჟერარ პიკე იმ ფეხბურთელებს შორის არიან, რომელთა თამაში “ბარსელონა”-“პარი სენ-ჟერმენის” უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ცენტრალური მცველების არყოფნის გამო რონალდ კუმანს შემადგენლობაში ექსპერიმენტების ჩატარება უწევს, რაც ლა ლიგაში ჯერჯერობით ამართლებს, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პსჟ-სთვის წინააღმდეგობის გაწევა გაცილებით რთული იქნება.
ორივე მოთამაშეს სურს, მატჩამდე გამოჯანმრთელება მოასწროს. Sport-ის ინფორმაციით, მათ ფიზიკურ მდგომარეობაზე დაკვირვება დღევანდელი ვარჯიშის დროს მოხდება და ამის შემდეგ გადაწყდება, არიან თუ არა ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნებისთვის მზად. წყაროს ცნობით, უფრო რეალური შანსი არაუხოს აქვს.
“ბარსა” პსჟ-ს “კამპ ნოუზე” სამშაბათს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.




სამწუხაროა, რომ ძალიან ადვილად იღებს ტრავმას ამხელა კაცი.
პიკეს თამაში სისულელეა ამდენი გაუცდა და ეგრევე პსჟსთან სასტარტო ძალიან რისკია. არაუხო თუ მოასწრებს ნამდვილად დიდი ძალაა დაცვისთვის.
არ ღირს გარისკვად პარიზში უფრო დაგვჭირდებიან ვიდრე კამპ ნოუზე
აი ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას ადამიანმა პიკე და არაუხო ტრავმირებულები და გარისკვა არ ღირს,მეორე ლანგლეს და უმტიტის იმედად ყოფნა დამღუპველია და ეს არაერთხელ გამოჩნდა,დესტი ვერ არის მაღალ დონეზე.კუმანის ადგილზე ყოფნას არ ვისურვებდი,მანაც რა უნდა ქნას პრინციპში როცა დიდი არჩევანი არ აქვს მცველების.
იმედია ამათ ჯანმრთელობას არ გადააყოლებენ ამათ კარიერას.
ბოლომდე მზად თუ არ იქნება, ვფიქრობ არ უღირს გარისკვა 🙂💙❤️