ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 თებერვალი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 14 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 14 თებერვალს მოხდა.

თამაშები

14 თებერვალს “ბარსელონას” 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 11 მატჩი მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1934 წელი

“ლეს კორტსზე”, ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების დროს კატალონიის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრა ესპანეთის ნაკრებმა 2-0 მოიგო.

1943 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “კასტელონი” 7-1 გაანადგურა. გოლები მარტინმა (4), ესკოლამ, სესარმა და ბრავომ გაიტანეს.

1945 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხუან კარლოსი. 1968-1975 წლები მან “ბლაუგრანას” მაისურით 209 თამაში ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა.

1953 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ჰანს კრანკლი. 1978-1981 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 60 თამაში ჩაატარა და 44 გოლი გაიტანა. “ბარსელონაში” კრანკლმა ესპანეთის თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1958 წელი

დაიბადა “ბარსელონა ბ-სა” (2003-2005) და კატალონიის ნაკრების (2005-2009) ყოფილი მწვრთნელი პერე გრატაკოსი.

1960 წელი

“ბარსელონამ” ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ლას პალმასი” 8-0 გაანადგურა. ეულოხიო მარტინესმა 5 გოლი გაიტანა, სუკომ, ვერგესმა და ოლიველიამ კი თავი თითოჯერ გამოიჩინეს.

1971 წელი

“კამპ ნოუზე” გამართული “ელ კლასიკო” “რეალ მადრიდის” გამარჯვებით, ანგარიშით 0-1 დასრულდა.

1999 წელი

“ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” “კამპ ნოუზე” 3-0 გაანადგურა. 2 გოლი “რეალ მადრიდიდან” გადმოსულმა ლუის ენრიკემ გაიტანა, ერთხელ კი თავი რივალდომ გამოიჩინა.

2001 წელი

გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი (1935-37, 1941-44) და მწვრთნელი (1956-58) დომენეკ ბალმანია.

2009 წელი

“ბეტისთან” 2-2 ჩატარებულ შეხვედრაში სამუელ ეტო’ომ “ბარსელონას” მაისურით ლა ლიგაში თავისი 99-ე და მე-100 გოლები გაიტანა. ის შეხვედრა ტიერი ანრისთვის ლა ლიგაში 50-ე გამოდგა.

2016 წელი

“კამპ ნოუზე” ჩატარებულ ლა ლიგის ლეგენდარულ მატჩში “ბარსელონამ” “სელტა” 6-1 გაანადგურა. გოლები სუარესმა (3), მესიმ, ნეიმარმა და რაკიტიჩმა გაიტანეს. ეს სწორედ ის თამაშია, როდესაც “ბარსამ” თერთმეტმეტრიანი გაათამაშა.

2017 წელი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონა” “პარი სენ-ჟერმენთან” ანგარიშით 0-4 განადგურდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • me da barca
    14 თებ 2021, 16:10

    აქედან ყველას 1999-2016 ჯობია.

  • saba17
    14 თებ 2021, 12:38

    nika 54,
    მე არც კი მეგონა თუ შეძლებდნენ.ძალიან მაგარი თამაში და ემოციები იყო.თავიდან სწრაფი გოლი,რომელმაც რაღაც იმედი გამიჩინა შემდეგ 3-0 მაგრამ გავუშვით გოლი და უკვე ყველაფერი დასრულებული მეგონა,მაგრამ კი ვნახეთ რა მოხდა

  • nika 54
    14 თებ 2021, 10:35

    ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონა" "პარი სენ-ჟერმენთან" ანგარიშით 0-4 განადგურდა.
    ვინ იფიქრებდა, რომ ამის შემდეგ პსჟ-ს გავივლიდით.