ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაგო: “ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს”

გაგო: “ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს”

არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ფერნანდო გაგომ, განაცხადა, რომ მისი სიტყვები არასწორად იყო ციტირებული გამოცემა “СМИ”–ის მიერ. შეგახსენებთ, რომ ამავე წყაროს თანახმად, გაგომ ხოტბა შეასხა “ბარსელონას” და ისიც დაურთო, რომ მადრიდელები “ბარსას” სიდიადეს ვერ ამჩნევდნენ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა “მარკა”.

 

არგენტინელის ასეთმა სიტყვებმა ძალიან გააბრაზა მადრიდული ინჩადა. ინტერვიუში ისიც იყო აღნიშნული, რომ “რეალის” გულშემატკივრებს არ სურდათ დაენახათ “ბარსელონას” დაუმარცხებლობა, რომელიც ორმაგად ძაბავდა სიტუაციას.

 

“ჩემი სიტყვები არასწორად არის გადმოცემული. მე ვიცი რისი თქმაც მსურდა და არაფრის დამატებას არ ვაპირებ”. განაცხადა ფერნანდო გაგომ. არგენტინელმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გაურკვეველია თუ სად ითამაშებს მომავალში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში