“ბარსელონა” დღეს, ლა ლიგის ეგიდით შინ “ალავესის” წინააღმდეგ ითამაშებს, ეს საღამო კი, შესაძლოა, ლიონელ მესისთვის და სერხიო ბუსკეტსისთვის სიმბოლური გამოდგეს.
თუ დღევანდელ მატჩში მესი მონაწილეობას მიიღებს, ის ლა ლიგაში ჩატარებული მატჩების მიხედვით ლეგენდარულ ჩავი ერნანდესს გაუთანაბრდება (505 მატჩი), ხოლო თუ სერხიო ბუსკეტსი დღეს ითამაშებს და გაიმარჯვებს, ეს მისი მე-300 გამარჯვება იქნება ჩემპიონატში.
“ბარსელონასა” და “ალავესის” დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.




მაგარი რეკორდების ზღვარზე არიან ბიჭები და იმედია თავს არ შეირცხვენენ,
დღეს მესის პერფორმანსს ველოდები
თუ ბუსი 300-მდე ვერ შეავსებს, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.