“ბარსელონას” არგენტინელმა კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ამერიკული “ინტერ მაიამის” ერთ-ერთ მფლობელს, მარსელო კლაურს საკუთარი მაისური აჩუქა. აღნიშნულ ფაქტს კი კლაური “ინსტაგრამზე” გამოეხმაურა.
“მადლობა [ლეო მესი] მაისურის გამოგზავნისთვის, ამას კარგად მოვუვლი. საფეხბურთო სამყარო პატარა ადგილია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გზები გადაიკვეთება.”
– წერს კლაური.


ანუ დაბრონილი მაქვსო შენი ადგილი გუნდში?
მინიშნება ხომ არაა? მე მგონი მინიმუმ 2 სეზონი არ გადავა მაიამიში.