workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
4 - 2
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
დუე 38'sports_soccer ერნანდესი 72'sports_soccer ვიტინია 81'sports_soccer რუისი 86'sports_soccer
ესპარტი 55'sports_soccer იამალი 79'sports_soccer
ევროპის დალაშქვრა სრულწლოვანებს ელის

ევროპის დალაშქვრა სრულწლოვანებს ელის

 

2010/11 წლების სეზონში, “ბარსელონას” სპორტულმა გუნდებმა ჯამში 16 თასის მოგროვება მოახერხეს … “ბარსელონას” სპორტული გუნდები უკვე მიყოლებით 16 წელია, რაც ევროტურინირებზე გამარჯვებასა და დანარჩენი ევროპის მუხლებზე დაჩოქებას ახერხებენ.

 

112 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ბარსელონა” დაარსდა. ამ 112 წლის მანძილზე კი კატალონიური კლუბის სპორტულმა კლუბებმა ჯამში პირველად მოახერხეს 16 ტიტულის მოპოვება. მისი რეკორდი ერთ სეზონში შეგროვებული 15 ტიტული იყო, რომელიც შარშან იქნა დამყარებული, თუმცა წელს, ფეხბურთელების მიერ 3, კალათბურთელების მიერ 4, ხელბურთელების მიერ 3, ფუტზალის გუნდის წევრების მიერ 4 და როლერ ჰოკეის გუნდის მიერ 2 მოპოვებული ტიტულის წყალობით, “ბარსელონამ” ეს რეკორდი დაამხო და ვფიქრობ, ამ რეკორდის დამხობას ტრადიციადაც აქცევენ. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ოთხივე სპორტულმა გუნდმა ქვეყნის ჩემპიონატებში გაიბრწყინა, ხოლო ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტული მხოლოდ 2–მა, ფეხბურთისა და ხელბურთის გუნდებმა მოიპოვეს.

 

რიცხვებში ერთი საინტერესო დამთხვევა შეინიშნება – კატალონიელებმა წელს 16 ტიტული მოიპოვეს და ამასთან ერთად, ისინი უკვე მიყოლებით 16 წელია, რაც ევროტურნირებზე ასპარეზობას მოპოვებული ტიტულის გარეშე არ ასრულებენ. 1996 წელს, ევროპის დაჩოქება ხელბურთის გუნდმა მოახერხა, ხოლო 2011 წელს ხელბურთის გუნდთან ერთად, ევროპის თასი ფეხბურთელებმაც მოახერხეს.

 

ამ 16 წლის მანძილზე “ბარსამ” ევროპული ტიტულების მხრივ, 5 დუბლის შესრულება მოახერხა. მათ ეს 1996/97 (ხელბურთი & როლერ–ჰოკეი), 1999/00 (ხელბურთი & როლერ–ჰოკეი), 2004/05 (ხელბურთი & როლერ–ჰოკეი), 2009/10 (კალათბურთი & როლერ–ჰოკეი)  და 2010/11 (ხელბურთი & ფეხბურთი) წლების სეზონებში შეძლეს.

 

ყველაზე მეტი ევროპული ტიტული ამ დროის მანძილზე როლერ–ჰოკეის გუნდს დაუგროვდა. ამ გუნდმა 9–ჯერ მოახერხა ევროპის დალაშქვრა. ფეხბურთელებმა “ჩემპიონთა ლიგის” ტიტულის აღება 3–ჯერ შეძლეს, ხელბურთის გუნდმა 7–ჯერ, ხოლო კალათბურთელებმა “ევროლიგა” 2–ჯერ მოიგეს.

 

“ბარსას” მიერ ევროპის (მიყოლებით) დაპყრობა, ჯერჯერობით 16 წლისაა … იმედი მაქვს, იგი მალე სრულწლოვანი გახდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward