იტალიური “უდინეზეს” პრეზდიტენმა, ჯამპაოლო პოცომ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისი გუნდის ჩილელ თავდამსხმელს, ალექსის სანჩესს თავისი საფეხბურთო კარიერის გაგრძელება კატალონიურ “ბარსელონაში” სურს…
“სანჩესს მხოლოდ “ბარსელონაში” თამაში სურს. თუმცა, თუ იგი გადაწყვეტს და “უდინეზეში” დარჩება, ჩვენ ბედნიერები ვიქნებით”, – აცხადებს პოცო – “მანჩესტერ სიტი აღარ ინტერესდება სანჩესით? მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. ჩვენ ამ გუნდთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებდით”, ციტირებს ჯამპაოლოს სიტყვებს “Football Italia”.



