ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 თებერვალი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 11 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 11 თებერვალს მოხდა.

თამაშები

11 თებერვალს “ბარსელონას” 19-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 8 მატჩი მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.

1963 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი ხოსე მარი ბაკერო. 1988-1996 წლებში “ბლაუგრანას” მაისურით ჩატარებულ 340 შეხვედრაში მან 94 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბთან ერთად მან 4 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი, 4 ქვეყნის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 2 თასების მფლობელთა თასი და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო.

1996 წელი

“აიაქსის” პრეზიდენტმა ჰოლანდიელ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ლუი ვან გაალი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბობი რობსონს შეცვლის.

2012 წელი

ოსასუნასთან” სტუმრად მარცხი (2-3) “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში მე-600 გამოდგა.

2017 წელი

ალავესთან” 6-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსამ” 10 წუთში 4 გოლი გაიტანა. ამ შეხვედრაში ლუის სუარესმა ლა ლიგაში თავისი მე-10 დუბლი გაიფორმა.

2018 წელი

“ხეტაფესთან” “კამპ ნოუზე” გამართული მატჩი (0-0) სერხიო ბუსეკტსისთვის ლა ლიგაში მე-300 გამოდგა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

  • nika 54
    11 თებ 2021, 18:42

    რა დრო დადგა, ალავესთან თამაშს შიშით ველოდები, და ადრე 5-6 გოლს არ ვკმარობდით.