workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დე იონგის კომენტარი “სევილიასთან” მატჩის შემდეგ

დე იონგის კომენტარი “სევილიასთან” მატჩის შემდეგ

“ბარსელონას” ნიდერლანდელი ნახევარმცველი ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის წაგების შემდეგ მედიასთან კომენტარს აკეთებს:

ეს ჩვენთვის რთული შეხვედრა იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში შედარებით უკეთესად ვთამაშობდით, გვქონდა შანსები.
გვეგონა, რომ გოლის გატანას მოვახერხებდით, რადგან ფსიქოლოგიურად ყველაფრისთვის მზად ვიყავით, თუმცა ვერ მოვახერხეთ. მე მაინც მჯერა, რომ ფინალში გასვლა შეგვიძლია.
ძალიან რთულია, როდესაც პირველ შეხვედრას 0-2 წააგებ, მაგრამ ჯერ კიდევ ერთი თამაშია დარჩენილი, იმედებს არ ვკარგავთ.

– განუცხადა დე იონგმა Barca TV-ს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 11 თებ 2021, 07:38

    იმედი ნუ მოგიშალოს ღმერთმა. მე რატომღაც მეეჭვება სახლშიც არ წავაგოთ.

  • M10 S9 D11
    schedule 11 თებ 2021, 02:53

    დღეს არ იყო ჩვენი დღე

  • me da barca
    schedule 11 თებ 2021, 02:42

    იმედი არ დაკარგო. სევილია არაა ის გუნდი, რომელიც ამ შედეგს გაანიავებს. ლოპოტეგი თავის სტილში ჩააბეტონებს დაცვას და შეცდომებს დაელოდება, ეს შეცდომები კი იცოცხლე იმდენი იქნება ამ დაცვის გადამკიდე.