workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
The Guardian: ბოლო შეთავაზება – 35 მილიონი ფუნტი

The Guardian: ბოლო შეთავაზება – 35 მილიონი ფუნტი

 

ბრიტანულ “გარდიანზე” დაყრდნობით, კატალონიური გამოცემა “სპორტი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ბარსა” მეთოფეებს ბოლო შეთავაზებას უმზადებს…

 

კატალონიური გუნდის მესვეურები ცესკ ფაბრეგასში ახლა 35 მილიონი ფუნტის, ანუ დაახლოებით 40 მილიონი ევროს გადახდას აპირებენ. ამ ინფორმაციას ბრიტანული “გარდიანი” ავრცელებს. ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ “ბარსელონას” ხელმძღვანელები მზად იყვნენ ცესკის ტრანსფერში საკუთარი ფეხბურთელებიც ჩაერთოთ, თუმცა ვენგერი მათით არ დაინტერესებულა. იგი სერიოზულ ინტერესებს ჟერვინიოს (“ლილი”), გარი კაჰილის (“ბოლტონი”), ფილ ჯაგიელკასა და კრის სამბას (“ბლექკბერნი”) მიმართ გამოთქვამს. ნახევარ დაცვის გაძლიერებას კი ვენგერი არგენტინელი რიკარდო ალვარესითა და ესპანელი ხუან მატათი აპირებს.

 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ცოტა ხნის წინ, ლონდონური კლუბის ფეხბურთელებმა ახალი ფორმის პრეზენტაცია ვიდეოს საშუალებით მოახდინეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ვიდეოში ცესკ ფაბრეგასი არსად არ ფიგურირებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward