2020/21 წლების სეზონი “ბარსელონასთვის” განსაკუთრებულია. გუნდი გარკვეულ ტრანსფორმაციას განიცდის, ამასთან, ტრავმიანობისა და როტაციის გათვალისწინებით, თამაშის საშუალება არაერთ ფეხბურთელს ეძლევა.
მრავალფეროვნება სტატისტიკაზეც აისახება – წელს, გოლის გატანა “ბარსას” 16-მა ფეხბურთელმა შეძლო.
საუკეთესო ბომბარდირი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია (17 გოლი). მას მოჰყვებიან ანტუან გრიზმანი (12), ფრენკი დე იონგი (6), უსმან დემბელე (6), მარტინ ბრეითუეიტი (6), ანსუ ფატი (5) და ა.შ.
უკანასკნელი, რომელიც ამ სიას შეემატა, ფრანსიშკუ ტრინკაუა. “ბეტისთან” მან კატალონიური კლუბის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს 3 ქულაც მოუპოვა.
ჯერჯერობით, გოლის გარეშე არიან სერხიო ბუსკეტსი, სამუელ უმტიტი, ჟუნიორ ფირპო და მატეუს ფერნანდესი. რაც შეეხება მირალემ პიანიჩს, მას პირადი ანგარიშის გახსნის კარგი შანსი “კორნელიასთან” მატჩში ჰქონდა, თუმცა 30 წლის ბოსნიელმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
პიანიჩმა დარტყმა მაინც იცოდა, მაგრამ აქ ისიც დაავიწყდა.
ეეხ რა დრო იყო, მსნ-ს რო გაქონდა ძირითადად. სეზონზე ყველა ტურნირზე 100 ბურთამდე ადიოდნენ ხოლმე.
პიანიჩს დარტყმა დაავიწყდა მემგონი
ბუსის რამე სასწაული თუ გაუვარდება როგორც იცის ხოლმე, უმტიტის თავში უნდა მოხვდეს კუთხურიდან, ის მატეუში საერთოდ არ თამაშობს და პიანიჩს რავიცი, ვერ გაისწორა დარტყმა რო გაიტანოს თავისებურად
პიანიჩი გაიტანს მემგონი მალე. დანარჩენების რა გითხრათ.