workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიმიტრი ჩიგრინსკი: “გვარდიოლას გეგმებში შევდივარ”

დიმიტრი ჩიგრინსკი: “გვარდიოლას გეგმებში შევდივარ”

“-მომავალი სეზონი შეიძლება არენდის სახით სხვა გუნდში გავატარო? ეს რაღაც ახალია! ყოველშემთხვევაში მე ასეთ შემოთავაზებას არ განვიხილავ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ბარსელონათი, როგორც ქალაქით, ასევე გუნდით და მსურს, რომ მოვიპოვო ძირითად გუნდში ადგილი. წლევანდელი სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგა გუნდისთვის, რასაც ვერ ვიტყვი ინდივიდუალური თვალთაზრისით, მაგრამ ეს არ არის საპანიკო, ვინაიდან ეს ხომ “ბარსელონაა” და არა რომელიღაც, რიგითი გუნდი, ეს მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. იმისათვის კი, რომ თავი იგრძნო ისე, როგორც სახლში  დრო არის სააჭირო, როგორც ადაპტაციის მხრივ ისე ფსიქოლოგიური თვალთაზრისით. ვფიქრობ, რომ მახვილგონივრული იქნება, თუკი ამ სეზონს ისე ჩავწერ ჩემს კარიერაში, როგორც-სეზონი ადაპტაციისთვის.

მქონდა თუ არა საუბარი პეპთან ჩემს კარიერასთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ვისაუბრე, სხვანაირად შეიძლება, რომ ყოფილიყო?! მე მსურდა, რომ პირადად მისგან მომესმინა, ვჭირდებოდი თუ არა და ექნებოდა თუ არა მომავალ სეზონში ჩემი იმედი. ხოსეპმაც სრული თავდაჯერებულობით დამარწმუნდა, რომ მე მას ვჭირდებ და ჩემი მომავალი ესახება მხოლოდ “ბარსელონაში”.

მე პირადად იმიტომ ვესაუბრე პეპს, რომ ჩემი გამოჩენა ბარსელონაში მას უკავშირდება და სწორედ ის იყო ადამიანი, რომელმაც მოსთხოვა პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას, რომ ოფიციალურად მიემართა “შახტარსთვის” და ჩემი ტრანსფერი განეხორციელებინა, საკმაოდ სოლიდურ თანხად. ამიტომაც გვარდიოლას ეიმედება ჩემი, მე კი ეს მხოლოდ სტიმულს მაძლევს, მე  მჭირდება, რომ თავდაუზოგავად შრომა განვაგრძო იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს ავთამაშდე ამ უდიდესი გუნდის შემადგენლობაში.

და ბოლოს, ჩემი წარმატებული ასპარეზობა “ბარსელონაში” იმას ნიშნავს, რომ მე შევძლებ ჩემი ქვეყნის ეროვნული ნაკრების დახმარებას, რაც ჩემთვის დიდი პატივია. მინდა, რომ სისტემატიურად ვთამაშობდე უკრაინის ეროვნულ გუნდში და მომქონდეს მისთვის წარმატება.”

წყარო:www.sports.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward