უკვე მეორე დღეა, სერჟინიო დესტი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობს. 2-კვირიანი უქმობის შემდეგ ამერიკელი მარჯვენა მცველი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, თუ არაფერი შეიცვალა, დესტი “გრანადასთან” მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადში მოხვდება და “ლოს კარმენესზე” გუნდის დახმარებას შეძლებს. შეხვედრა, რომელიც კოპა დელ რეის ნახევარფინალისტის ვინაობას გაარკვევს, 3 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
ასე რომ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ რონალდ კუმანის განკარგულებაში იქნება როგორც სერჟინიო, ასევე სერჟი რობერტო. როგორც გახსოვთ, 28 წლის ესპანელი “ბარსას” შემადგენლობაში რამდენიმე დღის წინ 2-თვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.




მალე დაბრუნდეს თორე რობერტოა ატანა არ მაქვს მატმრთალია ცენტრში ითამაშა იმ დღეს მარა სულ მეშინია დაცვაში რო დააყენოს იმ კრეტინმა
მარჯვენა ფლანგიდან შეტევა უფრო აქტიური იქნება.ისე მინგესამაც კარგი ასისტი გააკეთა ბილბაოსთან