“როიტერთან” საუბრისას, ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, ლუის ნანიმ განაცხადა: “ეს გუნდი დაუმარცხებელია. შესაძლოა სხვა მატჩში ჩვენ გავიმარჯვით, მაგრამ “ბარსა” მსოფლიოს საუკეთესოა.”
აქვე გეტყვით, რომ ნანიმ შესაძლოა ამ სატრანსფერო სეზონზე გუნდი დატოვოს, რადგანაც “მანჩესტერმა” “ასტონ ვილადან” მის პოზიციაზე მოთამაშე ეშლი იანგი შეიძინა. თუმცა, ნანი ახალწვეულს მიესალმება და აცხადებს, რომ მას კონკურენცია არ აშინებს: “მე უნდა მივესალმო ყველა ახალბედას. “მანჩესტერი” – ეს დიდებული გუნდია და თუ აქ ფეხბურთელი გადმოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მას გუნდის გაძლიერება შეუძლია. ჩვენ გვსურს, რომ ახალწვეულები მეტი და მეტი ტიტულების აღებაში დაგვეხმარნონ. მე კონკურენციის არ მეშინია.”
