“ბარსელონას” საპრეზიდენტო კანდიდატი ჟოან ლაპორტა, რომელიც მომავალ არჩევნებში ფავორიტად მიიჩნევა, RAC1-თან “ბლაუგრანას” ლიდერის, ლიონელ მესის კონტრაქტის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე საუბრობს.
მე მყავს ფინანსური გუნდი, რომელმაც შეისწავლა და დაადგინა, რომ “ბარსას” შემოსავლების მესამედი მესის დამსახურებაა.
კლუბში 5 ადამიანია, რომლებსაც მესის კონტრაქტზე წვდომა აქვთ. ესენი არიან: პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი, სპორტული დირექტორი, ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, იურიდიული დეპარტამენტი.
ვგრძნობ, რომ კლუბიდან ინფორმაცია ვიღაცამ გაიტანა. ყველაფერი ამაზე მიუთითებს. ეს კონტრაქტი მაქსიმუმ 5 ადამიანის ხელშია. ის, რაც მოხდა, დანაშაულია.
თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, შევეცდები გავიგო, ვინ გაამჟღავნა მესის კონტრაქტის დეტალები. კლუბის შიდა სამზარეულო ცნობილი უნდა იყოს. ამ ყველაფერმა მადრიდული გამოცემის გარეკანზე მოხვედრა გამოიწვია.
თუ “ბარსას” შესახებ სიმართლე გვაინტერესებს, აშკარა უნდა იყოს, რომ მესი უნდა დარჩეს. ეკონომიკური და სპორტული კუთხით მოძლიერების გარდა, ლეოსთან ერთად პროექტის აღდგენა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მარტივია.
წინამორდბედი დირექტორთა საბჭო ნეიმარის გაყიდვის შემდეგ შეიშალა.
მომავალმა პრეზიდენტმა მესის დასარჩენად ყველაფერი უნდა გააკეთოს. უკვე ვიცით, რომ მას “ბარსელონა” უყვარს. ლეომ ეს არაერთხელ დაამტკიცა. რაც მას სურს, კონკურენტული სპორტული პროექტია. მჯერა, რომ მესის დარჩენა უნდა, მაგრამ იგი ამაში უნდა დავარწმუნოთ.
გუშინ მესის შეტყობინება გავუგზავნე და გავამხნევე. ლეოს ვუთხარი, რომ ამ სიახლეებს არ მოუსმინოს. მისი დარჩენა ყველას გვინდა.
ამჟამინდელი პრეზიდენტი კარლეს ტუსკეტსი არჩევნებზე უნდა წუხდეს, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული არჩევნებია “ბარსას” ისტორიაში. მან ყველაფერი უფრო აშკარა უნდა გახადოს.
ერიკ გარსია? ჩემი აზრი უკვე გამოვთქვი. სპორტული და ეკონომიკური ერთიანობის გამო, გაუაზრებელია ფულის გადახდა ფეხბურთელში, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება. ასევე ეს საკითხი არ ემხრობა იმას, რასაც “ლა მასიაში” ვასწავლით – ფულის გადახდა და იმ მოთამაშის დაბრუნება, რომელმაც დაგვტოვა.
რონალდ კუმანი? მას კონტრაქტი აქვს.
ნეიმარი? ნება მომეცით, არ ვისაუბრო სხვა ფეხბურთელებზე, რადგან, როდესაც ამას ვაკეთებდი, ეს მათ ფასებს ზრდიდა, ჩვენს გუნდში მოთამაშეების ღირებულებებს კი ამცირდებდა.
გვინდა, რომ “პარი სენ-ჟერმენის” ბარიერი დავძლიოთ, ფინალში გავიდეთ და მიუნხენის “ბაიერნი” დავამარცხოთ.
ჩავისთან კარგი ურთერთობა მაქვს. ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვესაუბრებით, მაგრამ, ვფიქრობ, მან “ბარსას” გაწვრთნამდე ცოტა გამოცდილება უნდა დააგროვოს. ახლა კლუბში გამოცდილებაა საჭირო. ის მომავალში “ბლაუგრანას” აუცილებლად გაწვრთნის.
ჩავიზე მეც ვეთანხმები. ჯერ მიაღწიოს იმ დონეს, როცა შეეძლება ბარსას გაწვრთნა და მერე კი ბატონო , თორემ ფანებში რაც სიმპატია გააჩნია, ანტიპატიაში გადაიზრდება, თუ ვერ გაქაჩა. ამის მაგალითი ლამპარდია.
რაც შეეხება მესის და მის ხელფასს, გაუშვან მესი ბარსადან და ნახავენ რა შემოსავალსაც მიიღებენ იმ სპონსორებისგან, რომლებიც მესის ხათრით უხდიან ამხელა თანხებს. მესი თავისას სხვაგანაც იშოვის, თუნდაც კარიერის მერე. მესი კაი ხანია ბრენდია და მისი ხელის დაქნევაც კი ფული ღირს, მოწონს ეს ვიღაცას თუ არა.
მიუხედავად იმისა რომ დიდი იმედი მაქვს ლაპორტას დაბრუნების არც ეს არის ანგელოზი. ამის კავშირები ქართულ და არამარტო ქართულ მაფიასთან საკმაოდ კარგადაა გამოძიებული ჟურნალისტების მიერ და შეგიძლიათ მოიძიოთ. თუმცა ისიც უდავოა რომ ჯამში ბარსას ისტორიის საუკეთესო პრეზიდენტად შეგვიძლია მოვიაზროთ.
სწორედ მისი შექმნილი ბარსა მოგორავდა ბოლო წლებში ინერციით. არავის გეგონოთ რომ როსელმა ან ბართომეომ კლუბში რამე გააკეთეს.
ლაპორტამ თვითონაც ჭამა, შეცდომებიც ბევრი ქონდა და დანაშაულიც მაგრამ საუკეთესო და საოცნებო გუნდი ააშენა.
ნუ გაუმართლა კიდეც რაღაცეებში მაგალითად ბექჰემის ვერ ყიდვაში და ვინუჟდენში რონალდინიოს მოყვანაში
რომ იცის კაცმა საქმე რამდენს ნიშნავს 🙂 თუ რამდენად დიდი პიროვნება და ძალაა ლაპორტე ბარსასთვის ამ არაფრის დამამტკიცებელ სტატიაშიც რო დიდებულად ჩანს რა…
მე მაქვს ჩემი აზრი და ვფიქრობ რო ზოგადად ფეხბურთი არ იმსახურებს ასე გაბერილ მილიარდების ფრიალს გინდ სახელფასო იყოს გინდ საბაზრო, მაგრამ რახან აფრიალებენ მაშინ თუ ვინმე ამ სპორტში მილიარდს იმსახურებს, ეს პირველი მესია და არუნდა ამას ზედმეტი ფილოსოფია.. იმისაც არ ჭირდება არანაირი ბირთვული არითქმეტიკის ცოდნა, რომ კლუბს ფეხბურთელის ხარჯების გამო გასავალი უფრო მეტი ქონდეს ვიდრე შემოსავალი და მაინც აფორმებდეს კონტრაქტს, ამაზე დემბელსნაირ იმბეცილსაც კი მაგარი გაეცინება :))
იმედია ეს მოიგებს არჩევნებს, ზუსტად ეს კაცი გვჭირდება რომ ყველას საკადრისი პასუხი გაეცეს.
ალბათ ყველაზე მეტად , პერესს ამის დაბრუნება არ უნდა და მაგას ემსახურება გადადებული არჩევნებიც . დაახლოვებით ერთი თვის უკან , მახსოვს როსელმა ინტერვიუში თქვა , ლაპორტას დავურეკე და არჩევნებში მონაწილეობაზე ვთხოვე უარი ეთქვავო ! გასაგებია უკვე ყველაფერი , იმდენი რამე ამოტივტივდება ამათი გაფუჭებული , რომ შეიძლება მართლა დააჭერინოს ლაპორტამ . ყველაზე მეტად , რაც მომეწონა , სწორედ ის თქვა , რომ საკუთარ ფეხბურთელებს თვითრწმენა უქვეითდება , მეორად ვარსკვლავებში გადახდილი მილიონების გამოო . დავიჯერო ლა მასიადან ბრაითვეიტს აღარავინ ჯობია , რომ ათამაშონ , მაგაზე მაგრა ნებისმიერი ითამაშებს და ლენგლეზე მაგრა კიდევ . მიდი ლაპორტ მიაწექი ბოლომდე მაგ ვირთხებს , კაცი არ დატოვო ძველი სტაფიდან .
ამაზე მაგარი კაცი რავი, ეს კაცია ბარსელონას სულის ჩამდგმელი მან ერთხელ შეძლო და გვაქცია სასწაულ კლუბად და ახლაც იგივეს გააკეთებს დარწმუნებულივარ
ახლა უკვე რომ გვყოლოდა პრეზიდენტად საკადრისი პასუხი უკვე კარგა ხნის გაცემული ექნებოდა ვისაც საჭიროა და სათითაოდ მოაკეტინებდა ყველას.საბედნიეროდ არც მარტშია გვიან და დადგება განკითხვის და პასუხისგების დღე ყველასთვის ვინც ბარსელონას ზიანი მიაყენა და ისევ აყენებს.
ამ პიანიჩმა გამაგიჟა, ის უდარი რაც იუვეში ქონდა და უდიდესი პლისი იყო, იქ დატოვა? მაგას ბუსი ახლაც ჯობია, აი მეტ სარგებელს მოიტანს ისევ. მოთხოვნილი ტრანსფერები რო დაედოთ ახლა ცხრილის სათავეში იქნებოდა გუნდი, ნელ-ნელა ვიხოდებით და ლეოც ფორმაში შედის. იმ მაწაუკ პოჩეტინოს ეიფელი უკან უნდა გაუკეთოთ.
ძალიან დიდი ხარ ლაპო❤️❤️❤️
ყველაზე გვიან გააკეთა კომენტარი და ყველაზე ნაღდი. ზუსტად ასეთი პრეზიდენტი გვჭირდება და არა კურდღელივით მშიშარა.
აჰა გამოჩნდა და მოჰფინა ნათელი. ყველას გასცემს ეს კაცი საკადრის პასუხს!
"ფინალში გავიდეთ და მიუნხენის ბაიერნი დავამარცხოთ" ეს ნიშნავდა, რომ არავისთვის არაფრის პატიებას არ აპირებს
და კიდევ, წაკლა რეალი სულ ერთ ადგილას მახატიაო
მიუნხენის დამხობა ერთგვარი რებილიტაცია იქნება, რითაც შარშანდელი სირცხვილის ჩამორეცხვა მოხდება
შარშან შემოდგომაზე პირველი ნაბიჯი ლუჩომ გადადგა, სანაკრებო დონეზე აიღო სისხლი
აქვს კუმანს ეგ მუხტი? ცოტა მაინც უნდა ჰქონდეს, მაინც ბარსას ლეგენდაა
თანაც ჰოლანდიელს, იმ ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ყველაზე მეტად გერმანიამ გამუწარა ცხოვრება და დატოვა მუნდიალის გარეშე, ისევე, როგორც ბრაზილიამ
ნეტავი დემბელეს მაგიერ კონრადი ათამაშოს. რაცარუნდა კაი გააკეთოს, იმდენს ცუდს აკეთებს რო ფარავს. უნდა გაასხას.
აჰა თქვა ყველაფერი ზუსტად💜❤💜
33 წლის ლეოც კი საუკეთესო ისეთებს შვრება კვლავ, იმ პიტალდუმ უყუროს გუშნინდელ იგრას და ემთხვიოს ზედ.
იმენა პირდპაირი იერიში იმ 5 ადამიანზე რომლებსაც აქვთ წვდომა კონტრაქტზე ძააან ჩამოყალიბებულად საუბრობს და დამაჯერებლად მიაწექი ლაპორტ!!!!!