ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის გეგმებსა და ოქროს ბურთზე ისაუბრა.
ჩვენი ტოპ მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა – ეს ცხადია. ლა ლიგა და სხვა თასებიც გვინდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია.
ძალიან მინდა, ოქროს ბურთი ლამინ იამალმა მოიგოს. ასევე, მოხარული ვიქნები, თუ მას ბარსას რომელიმე ფეხბურთელი დაეუფლება.
ლამინი ძალიან მომწიფებული ბიჭია. გენიოსი. ის დიდებულია
– განაცხადა ლაპორტამ.
კატალონიური გრანდი ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონს დღეს დაიწყებს და პირველ ტურში ფეინოორდს დაუპირისპირდება. მატჩი სტარტს 20:45 საათზე აიღებს.
ფლიკი, ლაპორტა, ზოგადად მთელი გუნდი ლიგაზე აკეთებს აქცენტს ყველა კომენტარში. ნერვები მოამზადეთ, უეფა ყველაფერს იზამს რო ამ საქმეში ჩაა*ვას 😀 მარა მაინც გადავუვლით ნებისმიერს გამოუშვან ვინც უნდათ, მსაჯებიანად და მეკარეებიანად უნდა გამოვისვათ ყველა (ეს ბოლო გუშინდელმა ბრიუგეს თამაშმა გამახსენა, სომერი ჩვენთან რო კარიერის მატჩებს დებდა გუშინ მესამე გოლზე რა გააკეთა ტიპმა)