“ბარსელონას” ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციის განცხადება

“ბარსელონას” ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციის განცხადება

26 იანვარს ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს გაიმართება და ხმის მიცემა ფოსტის საშუალებითაც იქნება შესაძლებელი.

მალევე გაირკვა, რომ ფოსტით ხმის მიცემის უფლება მხოლოდ ესპანეთსა და ანდორაში მცხოვრებ კლუბის წევრებს (Socio) ექნებათ, რამაც საზღვარგარეთ მცხოვრები ქომაგების უკმაყოფილება გამოიწვია.

ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა. ამ ფედერაციაში ის ფანკლუბები არიან გაწევრიანებული, რომლებიც ესპანეთის ფარგლებს მიღმა მოღვაწეობენ. მათ შორისაა ჩვენი ოფიციალური ფანკლუბიც – Penya Blaugrana Tbilisi.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფედერაცია “ბარსელონას” მმართველი კომისიის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. საქმე ისაა, რომ ესპანური კანონმდებლობა ხმის საზღვარგარეთიდან მიცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ფანკლუბების მსოფლიო ფედერაცია “ბარსელონას” მოუწოდებს, ამ შესაძლებლობის გამოყენებისთვის კლუბში შესაბამისი ღონისძიების გატარება დაიწყოს იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ გულშემატკივრებს ხმის მიცემის საშუალება ჰქონდეთ.

ფანკლუბების მსოფლიო ფედერაციის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები გულშემატკივრები ყოვეწლიურ საწევროს ზუსტად იმდენს იხდიან, რამდენსაც ესპანელი ქომაგები (წელიწადშსი 185 ევრო), მაგრამ თანაბარი უფლებებით ვერ სარგებლობენ.

ფედერაცია ასევე სურვილს გამოთქვამს “ბარსელონას” წესდებაში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების შესაძლებლობაც იქნას გათვალისწინებული. თუმცა ეს 7 მარტის არჩევნებამდე ვერ მოესწრება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 28 იან 2021, 22:33

    არ უნდოდა ტუსკეტს იანვარში ჩატარებული არჩევნები და გადადო რაც უფრო დიდი ხანი იჯდება სკამზე მითფრო მეტად დაანგრევს კლუბს სანამ წავა მაგის გაკეთება უნდა ბოლომდე

  • ბასქუ10
    schedule 28 იან 2021, 15:18

    ფოსტით თუ არის მაშინ სხვა ქვეყნებშიც ხომ შეუძლიათ ფოსტიტ ჩატარება და რატო უნდა იყოს პრობლემა ვერ ვხვდები

  • C.PC5
    schedule 28 იან 2021, 14:12

    მემგონი ტუსკესი თავისი უსინდისობებით ბართომეუზე ცუდ სახელს მოიხვეჭს 7 მარტამდე😡

  • BEQA BARCA
    schedule 28 იან 2021, 12:37

    თუ ფოსტითაა შესაძლებელი სხვა ქვეყნებშიც უნდა იყოს!!