დღეს, ესპანეთის თასის მერვედფინალურ შეხვედრაში “ბარსელონა” “რაიო ვალიეკანოს” დაუპირისპირდება. მატჩის განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ ჟერარ პიკე, სერჟინიო დესტი, სერჟი რობერტო, ანსუ ფატი და ფილიპე კოუტინიო. გთავაზობთ სავარაუდო შემადგენლობის 3 ვარიანტს Tribuna-ზე დაყრდნობით.
ვარიანტი N1
რადგანაც ეს შეხვედრა ესპანეთის თასის ეგიდით იმართება, დიდი შანსია იმისა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ნეტუ მოხვდეს. პირველი ვარიანტის მიხედვით ჟორდი ალბას ჟუნიორ ფირპო შეცვლის, ასევე ცვლილებები იქნება ნახევარდაცვაშიც, კერძოდ კუმანი რიკი პუჩს და მირალემ პიანიჩს პირველივე წუთებიდან მისცემს თამაშის შესაძლებლობას. ამ ვარიანტში არ ჩანს მესი, თუმცა თამაშის უფრო დინამიური დასაწყისისთვის სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან ფრანსიშკუ ტრინკაუ და უსმან დემბელე.
ვარიანტი N2
მეორე ვარიანტის მიხედვით კუმანი ლეო მესის თავიდანვე მისცემს თამაშის უფლებას, რათა მალევე გაინაღდოს მოგება, ასევე კლემან ლანგლეს შეცვლის რონალდ არაუხო, რადგან ურუგვაელს ზედიზედ 3 მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა, ხოლო ანტუან გრიზმანი მარტინ ბრეითუეიტს შეცვლის და ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ითამაშებს.
ვარიანტი N3
ლეო მესი სასტარტო შემადგენლობაში ვერც ამ ვარიანტის მიხედვით ვერ მოხვდა. პიანიჩთან და ბუსკეტსთან ერთად ნახევარდაცვაში ითამაშებს პედრი, მაგრამ თუ ესპანელი ამისთვის მზად არ იქნება, სასტარტო შემადგენლობაში დე იონგი მოხვდება.



სამივეში ნეტუ დგას, ანუ შტეგო დაისვენებს?
მეორე ვარიანტი ჯობია ყველას, აუცილებლად ძირითად დროშივე უნდა მოვიგოთ რომ კიდევ უფრო არ გადაიღალოს გუნდი
პედრი დაასვენე შენ თავგასიებულო
———დეიონგი———
—პედრი———პუჩი—
საინტერესო იქნება ამ სამის ერთად ნახვა, სუსტ გუნდებთან წესით არ უნდა იყოს პრობლემა.
და ეს ვარიანტები საიდან მოგაქვთ, იცით ვინ რა ფორმაშია? თუ მატჩის განაცხადი გაქვთ ნანახი. ასე კიდევ ას ვარიანტს მოიგონებს კაცი.
მეორე ვარიანტი ულაპარაკოდ
მეორე ვარიანტი სადაც ლენგლე არ იქნება,მაგრამ ამ ვარიანტში ცუდია რომ პუჩი არ შედის.ამ მხრივ 1 ვარიანტი ჯობს.ავიტან პუჩის არყოფნას ოღონდ ლენგლე ნუ იქნება.
სამივეში ტერშტი ისვენებს ესიგი დღეს დიდი ალბათობით ისვენებს. მეორე ვარიანტი კაი ოღონდ ლენგლეს ნუ ვხედავ არაუხო უნდა დადგეს და არუხო უმტიტი შეთამაშდეს..
უნდა იყოს დღეს ლეო. გახურდება ამათთან და ბილბაოსთვის მოემზადება.