workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონაში” სუარესის გაშვებას ნანობენ – მარტინ ლასარტე

“ბარსელონაში” სუარესის გაშვებას ნანობენ – მარტინ ლასარტე

ყოფილი ურუგვაელი მწვრთნელი მარტინ ლასარტე, რომელსაც ლუის სუარესის აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, მისი თანამემამულის “ბარსელონადან” წასვლის შესახებ საუბრობს.

“ბარსამ” გასულ ზაფხულში, იმ დროს, როდესაც კლუბის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ავადსახსენებელი ჟოზეპ მარია ბართომეუ იყო, სუარესი მადრიდის “ატლეტიკოში” გაუშვა. 34 წლის შემტევი “როხიბლანკოს” შესანიშნავად მოერგო და კარგადაც ათამაშდა. მის აქტივში ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 15 მატჩი, 12 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.

დარწმუნებული ვარ, “ბარსელონაში” სუარესის გაშვებას ნანობენ. ასეთ სიტუაციაში, როდესაც მმართველობასთან დაკავშირებული საკითხი თავს იჩენს, ყველაფერი გართულებულია.

სუარესის კარიერა “ბლაუგრანაში” თითქოს ბურუსში ეხვეოდა. ახლა ლუისმა ახალ კლუბში ახლიდან გაიბრწყინა. ალბათ, ის კარგად მოიქცა, რომ “ბარსას” კომფორტის ზონა დატოვა.

– ციტირებს ლასარტეს სიტყვებს Marca.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 27 იან 2021, 15:11

    "დარწმუნებული ვარ, "ბარსელონაში" სუარესის გაშვებას ნანობენ" . (თქვა ვიღაც ურუგვაელმა)
    ჩვენ კი ვწერთ: "ბარსელონაში" სუარესის გაშვებას ნანობენ"
    ანუ ის კაცი ფიქრობს, რომ ბარსელონაში ნანობენ სუარესის გაშვებას, აქ კი იწერება დარწმუნებით, ნამდვილად ნანობენ.
    აი საიდან მოდის ის ჭორები, რომლებიც მუდამ ისმის.

  • ბასქუ10
    schedule 27 იან 2021, 09:53

    ეჰ სუა, ახლა ვიღაც ბრაიტვეიტს აცვია მისი 9 ნომერი, ამის გაშვება იყო ალბათ ყველაზე დიდი სისულელე, საოცარ ფორმაშია და მინდა დაუფასდეს ეს შრომა და რამე ინდივიდუალური ჯილდო მაინც მოიგოს

  • JasoN
    schedule 27 იან 2021, 03:43

    რავიცი მოუკლოსო და აქ ძლივს იტანდა იქ დუბლებს დუბლებზე არჭობს

  • B.A.r.c.A
    schedule 27 იან 2021, 01:26

    მეტის ღირსები არიან ვერცერთხელ ვერ ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე ეტო გაუშვეს ლიგა მოგვიგო ეს გაუშვეს ლა ლიგას გვიგებს ალვეში გაუშვეს და რავიცი

  • C.PC5
    schedule 27 იან 2021, 00:43

    ამანაც ბრეხვა ახალი ამბავი. ნანობენ თან როგორ!!!

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 27 იან 2021, 00:13

    სინანული დაგვიანებული ხომ არ არის?

  • Clever liar
    schedule 27 იან 2021, 00:03

    ეს ლაუტაროთი უნდა შეეცვალათ და სასტარტოშიც ვეღარ ხვდება ის გაჭირვებული დიდ მატჩებში 😀 იყოს ისევ ბრაითვეიტი

  • BEQA BARCA
    schedule 26 იან 2021, 23:14

    ვეთანხმები რომ არ უნდა გაეშვათ. სუა რაც არ უნდა იყოს ბრეიტაზე წინ როა 100 თავით ვიცით და 9 ნომრის მინიჭება ხო საერთოდ ზედმეტია ბარსაში ვიღაც ჭ კლასის მოთამაშისთვის😠😡

  • M10 S9 D11
    schedule 26 იან 2021, 23:14

    კაი კაცო მართლა? ეხლა ის 12 გოლი ჩვენს სასარგებლოდ რო გაეტანა ატლეტიკო კი ვერ გაგვასწრებდა