ალექსის სანჩესის ”ბარსელონაში” ტრანსფერი შენელდა. ”უდინეზეს” სურს ევროპაში ყველაზე მოთხოვნად ფეხბურთელში რაც შეიძლება მეტი თანხა აიღოს. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა იტალიური კლუბის წარნმომადგენელმა ესპანეთში, კიკე პინამ: ”ალექსის სანჩესი დარჩება იმას, ვინც მეტს გადაიხდის”.
”უდინეზე” ყველა შეთავაზებას განიხილავს: ”მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთელს რომელიმე გრანდში გადასვლას სურს. ჩვენ ვეცდებით, რომ ის გადავიდეს გრანდში და ამასთანავე კმაყოფილი დარჩეს ”უდინეზე” და თავად ფეხბურთელი”.
სანჩესის შეძენით მხოლოდ ”ბარსა” არ არის დაინტერესებული: ”ამჟამად სანჩესით ”ბარსელონას” გარდა სხვა გუნდებიც ინტერესდებიან, ხოლო ერთ-ერთ მათგანს შეუძლია მეტი თანხის გადახდა”.



