RAC1 იტყობინება, რომ ჟოან ლაპორტას გამარჯვების შემთხვევაში, ჩავი “ბარსას” მთავარ მწვრთნელად არ დაინიშნება.
კლუბის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ კუმანს ნდობას უცხადებს და ამჟამად გუნდის თავკაცად სწორედ მას მიიჩნევს.
გარდა ამისა, ჟორდი კრუიფი ლაპორტას სპორტული გუნდის ნაწილი არ იქნება და ის არც ერთ თანამდებობაზე არ მოგვევლინება.
აღნიშნული ინფორმაცია, შესაძლოა, გუნდის ამჟამინდელი ფორმისა და მდგომარეობის გამო გავრცელდა. ამასთანავე, არჩევნები მარტშია ჩანიშნული, გამარჯვების მთავარ ფავორიტ ჟოანს კი იმ 3 თვის განმავლობაში ნიდერლანდელთან დაძაბული ურთიერთობა არ სურს.
სწორედ მარტიდან 3 თვის შემდეგ, გახდება შესაძლებელი ჩავის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა. წლევანდელ სეზონს კი დიდი ალბათობით, სწორედ რონალდ კუმანი ჩაამთავრებს.


რა ჩავი ან რა კუმანი, ტენ ჰააგი მოიყვანეთ და ნახავთ ისევ ძველ ბარსას❤️
მოიგებს ლაპორტა და ჩვენც დავისვენებთ
ლაპორტა არის პოლიტიკოსი, ვისთან რა თქვას და რა ნაბიჯები გადადგას, არ ეშლება
იცის ლაპორტამ რო ადრეა ჯერ ხავის ტრენერად მოყვანა ლიჩნად მე ან ტენ ჰააგი მინდა დაინიშნოს ზაფხულში ან პიმიენტა
და კუმანს რას ერჩიან ზოგადად? 8-2-ის წამგები გუნდი რო ჩააბარეს და მარტო 19 წლის დესტი უყიდეს, რა უნდა მოთხოვო ასეთ შემთხვევაში მწვრთნელს?
სუარესის გაშვებასაც კუმანს რო ტენიან რამხელა სიბნელეა პროსტა. კუმანს ახალი 9 ნომერი უნდოდა, ეგრევე ეგ თქვა. ის არ უთქვამს, რომ სუარესი გაყიდეთ და ბრაიტვეიტის იმედად დამტოვეთო.
გუნდი მინიმუმ 5-6 ტრანსფერს საჭიროებს – მკვდარია ბარსა. ჩავიმაც ვერავის გადაუღუნოს ლენგლეებით და გრიზმანებით.
არა არა აძლევდა დროს მაგათ. პედრისაც და ყველას. პუჩთან რაღაც მოხდა უბრალოდ. იცის ახალგაზრდებთან მუშაობა, ვალვერდეზე 10 ჯერ მეტად მაინც. უნდა აცალონ ამ კაცს. და უყიდონ ვინც უნდა. შემდეგ წელსაც დავტოვებდი თუ რამე მწარე არ წააგო. დეპაი ვეინა გარსიას მოვუყვანდი და შევხედავდი.
რა ნიადაგს მოუმზადებს ხალხო კუმანი? პუჩი თუ გასერხირობეროვებული დაახვედრა და პიკე რო დაბრუნდება არაუხოც სკამზე მიალპო ეგ იქნება ნიადაგის მომზადება იქეთ ბრაიტვაიტი ატენა სასტავში და დელაფუენტე მარტო სკამზე საჯდომათ შეიყვანა განაცხადში მერე რობერო დბრუნდება დესტს ამოალპობს სკამზე და მინგესასაც გააქრობს ეგეის კაცია კუმანი კოუ დაეტრამვა თორე პედრისას წაართმევდა დროს ასე მგონია
ლაპორტამ იცის რასაც აკეთებს და გუნდის სასიკეთოდ აქვს ყველაფერი გათვლილი.
მართალია არ შეილება გუნდს 2 წლის განმავლობაში 3მწვრთნელის გამოცვლა. და ზაფხულში უეჭველი მოიყვანს.
მაგას თვითონაც არ ამბობდა?
მოდი ასე ვთქვათ, ჯერ არავინ არაფერი იცის წინასწარ და დაველოდოთ ლაპორტას დანიშვნას!!! ამის მერე გავიგებთ რას აპირებს ის კაცი და რისი გაკეთება უნდა. ისე მეც მასე მგონია რომ კუმანს დატოვებს და ტრანსფერებსაც მისცემს. ჩავისთვის გუნდის მოსამზადებლად კაი ვარიანტია კუმანი და მაგიტომ, დაახლოებით იმ სტილს აჩვევს გუნდს რა სტილითაც უნდა ითამაშონ მომავალში.