ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”მალაგას” 11 წლის აღზრდილმა უარი თქვა ”ბარსელონაში” გადასვლაზე

”მალაგას” 11 წლის აღზრდილმა უარი თქვა ”ბარსელონაში” გადასვლაზე

”მალაგას” 11 წლის აღზრდილმა, ბრაჰიმ აბდელკადერ დიასმა უარი თქვა ”ბარსელონაში” გადასვლაზე. კატალონიური კლუბი დაინტერესებული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენით, თუმცა ”მალაგას” ხელმძღვანელებმა მოახერხეს და დაითანხმეს ბრაჰიმის მშობლები კლუბში დარჩენაში.

რათა ახალგაზრდა ფეხბურთელი არ გაეშვათ ”მალაგას” ხელმძღვანელები ბრაჰიმს ხელფასს წელიწადში 20 ათას დოლარამდე გაუზრდიან და გადაიხდიან მისი ოჯახის საცხოვრებელ გადასახადებს, გადმოგვცემს marca.

ამავე წყაროს ინფორმაციით იანვარში ბრაჰიმი შეხვდა კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას და ”ბარსელონას” ფეხბურთელებს, ანდრეს ინიესტას და დავიდ ვილიას.

აღსანიშნია ისიც, რომ ივნისის დასაწყისში ”ბარსელონამ” შეიძინა 10 წლის ამერიკელი, ბენ ლედერომი. სპეციალისტების აზრით მისი თამაშის სტილი ანდრეს ინიესტას სტილის ანალოგიურია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში