ლა ლიგის მე-20 ტურში “ბარსელონამ” სტუმრად “ელჩე” დაამარცხა (2-0) და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. კატალონიელები ჩემპიონატში 9 მატჩია დაუმარცხებელნი არიან.
“ბარსელონა” ლა ლიგაში ბოლოს 5 დეკემბერს, “კადისთან” შეხვედრაში დამარცხდა (1-2), მას შემდეგ კი 7 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო “ვალენსიასთან” და “ეიბართან” მატჩები ფრედ დასრულდა (2-2, 1-1). ასევე აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანამ” ჩემპიონატზე სტუმრად ზედიზედ მეხუთე შეხვედრა მოიგო, ბოლოს მსგავსი რამ 2016 წელს მოხდა, მაშინ ლუის ენრიკეს გუნდმა იანვრიდან-მარტის ჩათვლით სტუმრად: “მალაგა”, “ლევანტე”, “სპორტინგი”, “ლას პალმასი” და “რაიო ვალიეკანო” დაამარცხეს.
ლა ლიგის შემდეგ შეხვედრას “ბარსა” 31 იანვარს, “ბილბაოს” წინააღმდეგ “კამპ ნოუზე” ჩაატარებს.
ლა ლიგის შემდეგ შეხვედრას "ბარსა" 31 იანვარს, "ბილბაოს" წინააღმდეგ "კამპ ნოუზე" ჩაატარებს
თუ ატლეტიკომ ისე ითამაშა, როგორც ფინალის დამატებით დროში, ჩათვალეთ დარხეული გვაქვს. გარდა იმისა რომ საზიზღარ მცირე ფოლის ზღვარზე თამაშობენ, სიმულაციაშიც მაგარი დახელოვნებულები არიან, ეგ პირველყოფილები.
არ გვინდა გაპობა, ერთით ნოლი მოვიგოთ. კარგად მახსოვს ფინალის წინაც ასე იძახდნენ, რო გავაპობდით. ნეტაი….
ისე ამდენი გასვლა რაუბედურებაა, გასვლითი თამაშები ორმაგად დამღლელია, ჯერ მგზავრობა შემდეგ მატჩი და კიდევ მგზავრობა უკან დასაბრუნებლად, თან ძალიან ახლო ახლოსაა მარჩები და ფეხბურთელები ფაქტიურად ვერ ასწრებენ ძალების აღდგენას
ბილბაო უნდა გავაპოთ შუაზე
ბილბაოსთან არ იქნება მარტივი მატჩი.თან ბუსკეცის გარეშე.იმედია მესი ათმაგად მოტივირებული იქნება.
ბილბაოს ჯინი მჭირს. უნდა ვაფორთხიალოთ ეს ხისთავიანი ვიკინგები. ის წვერებიანი კი მინდა საკაცით გაიტანონ, სიმულიანტი.
ბეტისი გვაქ გასვლა , ბილბაოს მერე.
აი ბილბაოს ყოფა უნდა ვუტიროთ!!!!😠😠 ლომი გვეყოლება მაგ თამაშისთვის და მონდომებულიც იქნება ვგონებ!!!
არტურმა რა შეაგდო ნახეთ?
იმედია ასე გავაგრძელებთ. 💜❤ და მოგებათა სერიასაც დავიწყებთ. არ ვიძახი წელსვე უჩლს მოგებას მარა კოპაც რომ მოვიგოთ კაი რამეა.
იმედია კიდე დიდი ხანი არ დავმარცხდებით