ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანი: “არ შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ “რომას” ფეხბურთელი ვარ”

ბოიანი: “არ შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ “რომას” ფეხბურთელი ვარ”

 

კატალონიის “ბარსელონასა” და ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების მეცხრე ნომერმა, ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ “რომასთან” შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული…

 

ევროპის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, ბოიანმა განაცხადა, რომ მას თამამად იმის თქმა, რომ “რომას” ფეხბურთელია, არ შეუძლია: “მე ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონი მოვიგე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. სანამ ბარსელონაში დავბრუნდები, ამ წარმატებას ჩემს თანაგუნდელებთან ერთად აღვნიშნავ. მე არ შემიძლიად ღიად და თავისუფლად ვთქვა, რომ უკვე შეთანხმება ბოლომდეა მიღწეული და რომ მე “რომას” ფეხბურთელი ვარ.”

 

სამწუხაროდ, ბოიანს ევროპის ჩემპიონატზე ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონია, რაზეც თავად ფეხბურთელი ძალიან წუხს: “მე კარგი დრო ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ მე მზად ვიყავი, როდესაც მწვრთნელს ვჭირდებოდი. მე მსურდა, რომ მთავარი როლი შემესრულებინა, თუმცა ამის ბედნიერება არ მქონია. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ოლიმპიადაზე გამოვალთ და ჩვენ ჩემპიონები ვართ.” 


ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში