workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დრამატული ბრძოლა “ტრიციტპიატზე”

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: დრამატული ბრძოლა “ტრიციტპიატზე”

“ბარსელონა” ქავთარაძეს ესტუმრა და “ტრიციტპიატზე” ბურთი გააგორა. სანამ თამაში დაიწყებოდა, მოედნიდან უბნის ბავშვები გაყარეს, მაგრამ მათთვის დახაზული ლურჯი ჩარჩოები გაზონზე მაინც დარჩა. ასეთი ფერადი ხაზები მხოლოდ მაშინ გვხვდება, როცა თოვლია მოსალოდნელი, სითეთრის გამო საჯარიმოს ხაზი არ ჩანს და ლურჯად ან წითლად ღებავენ ხოლმე, ამჯერად სულ სხვა ამბავი იყო.

“კორნელიას” გასახდელში ჟორდი ალბას სურათები ყოფილა გამოკრული, მათთვის სანიმუშო და სათაყვანებელი ფეხბურთელის. დაახლოებით ისე აღმერთებენ, როგორც ჯეკ ბეღურა გააღმერთეს პატარა კუნძულზე. მესის არსებობის ალბათ არ სჯერათ. მონტაჟი ჰგონიათ. გრაფიკაა.

აი ასეთ გუნდს ვესტუმრეთ ხელოვნურსაფარიან მოედანზე და უდრამატულეს ბრძოლაში დავამარცხეთ!

წესით უნდა ვამბობდე, რომ კოპა დელ რეის ფავორიტები ვართ, რადგან “რეალიც” გავარდა და “ატლეტიკოც”, მაგრამ ენა არ მიბრუნდება, როგორ უნდა უწოდო გუნდს ფავორიტი, რომელმაც “კორნელიას” ბარიერი ძლივს გადალახა, თან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებიც ჰყავდა მოედანზე.

გასაგებია, რომ მოტივაცია რთული იყო, გაზონი გაურკვეველი, მეტოქის მეკარე სუპერმენი, მაგრამ მაინც, “ბარსა” საერთოდ არაფრის ფავორიტი არ არის, არადა ერთი ტიტულის მოგება მაინც ძალიან კარგი იქნებოდა.

კუმანის “ბარსას” შეტევაში კომბინაციური თამაში დიდად არ ეხერხება. თუ ინდივიდუალურ გაელვებებს არ ჩავთვლით, შეტევისთვის მხოლოდ ორი გზა გვაქვს. ერთი კუმანამდე იყო ჩამოყალიბებული, მესის გადატანა ალბაზე და იქიდან დაბრუნებული პასი. ეს კომბინაცია ვალვერდეს დროს ჩამოყალიბდა, უმეტესად იმიტომ, რომ მესის მარჯვნივ ალვესი აღარ ჰყავდა, ამიტომ მარცხენა ფლანგზე ორიენტირდა. ასე მივიღეთ კლუბის ყველაზე ხშირად გამოყენებადი კომბინაცია.

ხშირი იყო მესი-სუარესის კომბინაციები, მაგრამ ესეც წარსულს ჩაბარდა, კუმანმა კი მხოლოდ ერთი შტრიხი შემოიტანა შეტევაში, საყრდენი ზონიდან წინ აწეული დე იონგის შერბენები, რომელსაც როგორც წესი შედეგი მოაქვს და ეფექტურია. წარსულში იგივეს აკეთებდნენ ვან ბომელი, კეიტა და ანდრეს ინიესტაც, ფეხბურთელები იცვლებოდნენ, კომბინაცია არა, აი ამ შეხვედრაში კი მსგავსი არაფერი გვინახავს, ალბათ რიკი პუჩი იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც ეს დავალება უნდა შეესრულებინა, მაგრამ თავშიც არ გაუვლია, რომ ბურთის გარეშე 15-20 მეტრიანი აჩქარება გაეკეთებინა, ეს კი მაფიქრებინებს, რომ დე იონგიც თვითნებურად აკეთებს ამ მოძრაობას და არა კუმანის დავალებით.

შანსი მიეცათ ფეხბურთელებს, რომლებსაც ბევრი დრო არ ეძლევათ, ვერაფერი გვაჩვენეს ისეთი, რის გამოც კუმანმა დრო უნდა გაუზარდოს, ან რიკის, ან ტრინკაუს, მათი თამაშით კიდევ ერთელ დარწმუნდებოდა საკუთარ სიმართლეში. ტრინკაუმ მოსამზადებელი ეტაპი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და არც ჩვენ დაგვიკლია ქება-დიდება, მაგრამ მას მერე მოძრავი კატასტროფაა. პორტუგალიელში დიდი თანხაა გადახდილი და ფაქტია, რომ მისგან გაცილებით მეტს ელოდნენ, როგორც ჩანს, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეგვემატა, რომლის გასხვისებაზეც აქედანვე უნდა დავიწყოთ ფიქრი.

ჩვენი მხრიდან საუკეთესო ტრადიციულად არაუხო იყო, ლანგლესთან ერთად. ის არ იკმარა, რომ დაცვაში ბრძოლების სრული უმრავლესობა მოიგო, მასთან შედარებით “კორნელიას” შემტევები პატარა ბავშვების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, კარში დაგვირტყეს, თუმცა ძირითადად საჯარიმოს მისადგომებიდან, რაც საყრდენი ზონის პასუხისმგებლობაა. ჩვენმა ცენტრალურმა მცველებმა შეტევაშიც გააკეთეს საქმე, ჯერ არაუხოს ატაკეს სახეში და მერე ლანგლეს, ალბათ “კორნელიას” ფეხბურთელებმა ჯერ არ იციან, რომ სახეში წიხლის ჩარტყმა დარღვევაა. სხვათა შორის, იყო დრო, როცა ასეთ დარღვევაზე თავისუფალი დარტყმა ინიშნებოდა და არა თერთმეტმეტრიანი. ასეა თუ ისე, ორი პენალტი შევასრულეთ და ორივე გავაცუდეთ. წესით არ უნდა ვწერდე, რომ პიანიჩმა კარგად დაარტყა, რადგან კარგად დარტყმული პენალტი, როგორც წესი გოლია, მაგრამ დემბელესთან შედარებით იდეალურად დაარტყა!

დემბელემ ჩვეული ზიგზაგით მიირბინა ბურთთან და დარტყმით ალბათ კმაყოფილი დარჩა, იმიტომ, რომ პირდაპირ მეკარეს დაუმიზნა და მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გაარტყა კიდეც! ყოჩაღ უსმან!

ეს რაღაც სხვა სპორტია.

პარალელურ შეხვედრაში “ეიბარმა” “ატლეტიკოს” გაუტანა თერთმეტმეტრიანი, მეკარე მიტროვიჩმა დარტყმა ზუსტად შეასრულა. “ეიბარის” მეკარე უფრო კარგად ურტყამს პენალტს ობლაკის კარში, ვიდრე ჩვენი ძირითადის ფეხბურთელები ახალბედა მეკარის კარში, რომელიც ითამაშებს თუ არა დიდ ფეხბურთს, კაცმა არ იცის.

აი ასეთი ამბავი იყო და დამატებით დროში გადავედით, სადაც გაბრაზებულმა დემბელემ გაისროლა. კარგი გოლი იყო, მეკარის შეცდომაც გამოიკვეთა, მაგრამ გოლი მაინც მომეწონა. “კორნელია” გმირულად დაეცა და ბრეითუეიტმაც დააყოლა საკონტროლო გასროლა, პედრის გარღვევის შემდეგ, როგორღაც გაიტანა.

შემდეგ ეტაპზე ვართ!

მაინც ვიკადრებ და ვიტყვი, რომ კოპას ფავორიტებად შეიძლება, რომ ჩავითვალოთ.

კუმანმა “ბარსა” ტიტულის გარეშე არ უნდა დატოვოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (16)

  • Always cule
    schedule 23 იან 2021, 11:10

    კარგი სტატიაა

  • me da barca
    schedule 22 იან 2021, 22:44

    შეგვიძლია თავი ვიმართლოთ. ეს ის გუნდია, რომელმაც პირველ ადგილოსანი ატლეტიკო დაამარცხა და ბუნებრივია ჩვენც გაგვიჭირდა.
    მეკარე კი სუპერმენი კი არა სპაიდერმენი უფროა.

  • ბასქუ10
    schedule 22 იან 2021, 19:25

    რა დღეში ვართ, კორნელიასთან ამხელა ძალების დახარჯვა და ძლივს მოგება, ეჰ ბარსა ბარსა, და კიდე გადაწიეს არჩევნები ამ დამპლებმა

  • BlauGrana_DS
    schedule 22 იან 2021, 16:20

    მე მესმის, რომ ხელოვნურ საფარიან მომცრო ზომის სტადიონზე რთულია თამაში,
    მესმის, რომ ყველა ფეხბურთელს უნდა ბარსელონასთან თავი გამოიჩინოს და თავს იკლავს ბოლომდე,
    ცხადია ყველას უნდა ბარსას თავი მოაწონოს კარგი თამაშით!
    მესმის, რომ შორიდან დამრტყმელი და გამტანი ჩვენს გუნდში მესის გარდა არავინაა
    ისიც მესმის, რომ გარკვეული უიღბლობაცაა-ტრავმები, 100% – იანი მომენტების სასწაულად ვერგამოყენება უკვე რამდენი ხანია,
    მესმის რომ დიდი სიცარიელე დაცვში (გადახედეთ ლა ლიგის ცხრილის ხუთეულს,-ბარსას ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული ვილიარეალის შემდეგ),
    მაგრამ ხომ ყავს ამ გუნდს ამისათვის სამწვრთნელო გუნდი და ადმინისტრაცია?
    სუპერთასზე რო წავაგეთ ბილბაოსთან, კინაღამ ინსულტი მივიღე და მარტო მე ხო არა ვარ ასეთ დღეში, ცოტა დააფასონ რა ქომაგები?

  • nika 54
    schedule 22 იან 2021, 14:54

    ჩოლო სიმეონემ „ეიბართან“ გამარჯვების შემდეგ ლუის სუარესს ხოტბა შეასხა.

    „ჩვენ გვყავს ლუის სუარესი, მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი. სწორედ ამიტომ მოვუგებთ ლა ლიგას „რეალს“ და „ბარსელონას“. არ ვიცი რა სიტყვები გამოვიყენო ლუისზე სასაუბროდ, ის ექსტრაორდინალური ფეხბურთელია.“
    „ღრმად ვარ დარწმუნებული ვარ, ურუგვაელი „როხიბლანკოს“ რიგებში არაერთი რეკორდის ავტორი გახდება, მისი გაჩერება მსოფლიოში არცერთ ფეხბურთელს არ შეუძლია.“
    ეს ბართომეუს აუხსნას, ჩვენ კი ვიცოდით მაგრამ რა ხეირი ვინ გისმენდა.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 22 იან 2021, 14:53

    M10 S9 D11,
    ახალი ამბავი.კორნელიასთანაც კი ვერ გაქაჩეს მესის გარეშე.დამატებით დროში რომ თამაშს გადაიტან თანაც კორნელიასთან და ორი ტაიმი არ იქნება საკმარისი შენთან შედარებით სუსტ მეტოქესთან გოლის გასატანად არვიცი რაღა უნდა ვთქვა.

  • M10 S9 D11
    schedule 22 იან 2021, 13:44

    კაროჩე მესიმ არ უნდა დაისვენოს და არც ტრამვა მიიღოს თორე გუნდს აქვს დარხეული

  • Jennifer
    schedule 22 იან 2021, 13:26

    ტესტ

  • Clever liar
    schedule 22 იან 2021, 13:08

    ციტატა: C.PC5
    ეს ისეთი მომენტია ნაღდი ფეოლა ირონიას რომ არ დაატანდა და მართლა იტყოდა "გაგიჭირდებოდათო" მართლა გვიჭირს და


    ჰაჰაჰაჰჰაა საღოლ :))))))))))

  • Don_Andresito
    schedule 22 იან 2021, 12:53

    თუ ლა ლიგის რომელიმე გუნდთან გასვლა მოგვიწია თავისუფლად წავაგებთ. ძაღლი ბილბაო, რეალის ქალი გამოძახებით სევილია, გინდა გრანდებთან ფრთებშესხმული ვალენსია. 2 თამაშიანებში ვიგებდით ხოლმე კოპას კამპ ნოუს ხარჯზე. ბოლო ორთამაშიან კოპაზზეც როგორ გავდიოდით? ჯერ ლევანტესთან მოგვიწია ქამბექი მერე სევილიასთან გასვლები უშანსოდ ვაგეთ. დღეს აღარც კამპ ნოუა აუღებელი. მოკლედ შანსი გვაქ მარა დიდი არა. თუ მოუმატა გუნდმა რისიც მეეჭვება შეიძლება მოვიგოთ მარა ფსიქოლოგიურად ესეთი სუსტი გუნდით რისი იმედი უნდა გქონდეს

  • BEQA BARCA
    schedule 22 იან 2021, 12:27

    იუმერო მომეწონა😁😁

  • nika 54
    schedule 22 იან 2021, 12:22

    " ტრიციტპიატზე " ანუ რუსულად 35-ზე?

  • C.PC5
    schedule 22 იან 2021, 12:19

    ციტატა: Clever liar
    მოვიგეთ ფეოლა :)) ფორმაში ხარ +1


    ეს ისეთი მომენტია ნაღდი ფეოლა ირონიას რომ არ დაატანდა და მართლა იტყოდა "გაგიჭირდებოდათო" მართლა გვიჭირს და… grin

  • Clever liar
    schedule 22 იან 2021, 12:13

    მოვიგეთ ფეოლა :)) ფორმაში ხარ +1

  • C.PC5
    schedule 22 იან 2021, 12:11

    ფეოლა ყოჩაღ, იუმორით კარგად გადმოეცი სიმართლე, ბევრგან გამეცინა, მაგრამ სიმწრის სიცილია ეს ვიცი. კუმანზე მინდა ვთქვა, ჩემი აზრით მაგ კაცის ყურება მინიმუმ კიდევ ერთი წელი მოგვიწევს!!!! არჩევნებს რომ ლაპორტა მოიგებს ეგ ათასჯჯერ დამტკიცებული ამბავია, მაგრამ თუ კუმანმა ამ სეზონში ვერაფერი დადო ეგ არ ნიშნავს რომ ლაპო მოისვრის მწვრთნელობიდან. მაინც გაითვალისწინებს ალბათ რომ კუმანისთვის სასურველი თითქმის ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოუყვანეს და მეორე შანსს მისცემს, რომელიც მომავალი წლის იანვრამდე გასტანს და თუ იქამდე კარგი შედეგი ვერ აჩვენა სავარაუდოდ "კუმან ჩაო! ჩავი ჩამო!"

  • მსლ
    schedule 22 იან 2021, 12:03

    პროსტა პენლები ვერ გამოვიყანეთ შანსები გვქონდა და რავი ფავორიტები მაინც ჩვენ ვართ. შემდეგ მატჩებში ალბათ უფრო კარგად ათამაშებდა გუნდი და რავი, უნდა მოვიგოთ.