ბარსელონამ კიკე სეტიენს წერილი გაუგზავნა

ბარსელონამ კიკე სეტიენს წერილი გაუგზავნა

Cadena SER კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ვადაზე ადრე გაშვებისა და კომპენსაციის არ გადახდის თაობაზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს.

წყაროს ცნობით, კლუბმა სეტიენს წერილი გაუგზავნა, სადაც ახსნილია, რომ ის “ბარსას” თავკაცობისათვის არაკომპეტენტური იყო. ასევე, სპეციალისტმა მწვრთნელად დანიშვნისას დადებული პირობები ვერ შეასრულა. მისი თავკაცობის ქვეშ “ბლაუგრანამ” მნიშვნელოვანი ტიტულები დათმო. 

კლუბი ხაზს უსვამს, რომ იმ პერიოდში გუნდის რეალური ლიდერი ედერ სარაბია იყო, რომელიც შეხვედრებსა და ვარჯიშებზე თავკაცის ფუნქციებს იდეალურად ითავსებდა.

ზემოხსენებულმა წყარომ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ “ბარსელონა” და კიკე სეტიენი მოთხოვნილი თანხის გამო, დავას სასამართლოში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” პრეს-სამსახურმა სპეციალისტის განთავისუფლების თაობაზე განცხადება 2020 წლის 17 აგვისტოს გააკეთა, ამის მიზეზად გუნდის მიერ ნაჩვენები არასასურველი შედეგები დასახელდა

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    22 იან 2021, 12:47

    ბასქუ10,
    მე რომ ვთქვი ეგ რაში ითხოვს ფულს მწრთვნელად რომ ვერ ივარგა თქო?არაო კონტრაქტით ეკუთვნისო,კი ბატონო ეკუთვნის კონტრაქტის მიხედვით, მაგრამ დონის გათვალისწინებით რა დონეც აჩვენა და შედეგი ვერ დადო რაში ითხოვს?

  • Clever liar
    22 იან 2021, 12:09

    სარაბიას ვინ კითხავსო, ვის უბედავს ყვირილს და მითითების მიცემას ეგ არარობაო ასე არ იყო ეს საიტი აჭრებული ერთ დროს? 😀 მერა რა შეიცვალა? აღმოჩნდა რო ბარსას ავტორიტეტი მწვრთნელი არ ყოლია და ფეხბურთელებს ვერ აძლევს მოტივაციასო, ზოგსაც ტრაკის განძრრვას ვერ აიძულებსო :)) მერე ტრაკის არ განძრევისთვის გადაგდებული კაცი მარტო იგებს ლალიგას ეგერ და მყვირალა სარაბია მთლად სეგუნდა ხუვენილაში გადაისროლეს მაგრამ ბარსა ისევ ისე მყაყე წყალში დევს ხავს მოჭიდებული :)) ანუ სტრუქტურა არ ყოფილა გამართული, არ იყო მიზანი, არ იყო შეგნება ფეხბურთელებამდე მიტანილი თუ ვინ იყო გუნდში მწვრთნელი, ვინ მისი დამხმარე, ვინ ფეხბურთელი და ვის რა როლი ევალებოდა სინამდვილეში კლუბის წარმატებისთვის. მხოლოდ პიკე რაკიტიჩის თითის ქნევები და მესის გაბუტვები იყო სოციალურ ქსელებში, ხოდა აი შედეგიც..

  • Always cule
    22 იან 2021, 11:34

    სპეციალისტი თქვენთანაც წერია?

  • levanoza
    22 იან 2021, 11:19

    რომელი უფრო დიდი უვიცობაა, იდიოტი რომ ისე იქცევა, როგორც უნდა მოიქცეს, თუ ჭკვიანი, რომელიც იმბეცილს საქმეს ანდობს?

  • ბასქუ10
    22 იან 2021, 11:10

    ფული აქეთ გადაგვიხადოს იმის გამო რაც დაგვიშავა, რომელ ფულს ითხოვს, ლა ლიგა რომ მოიგო თუ ბაირნისთან 8-2 რომ მოიგო😡 ბაირნისთან მარცხის გამოა დიდწილად ეს რაც გუნდში ხდება დღეს, მაგრამ ბართომეუ მოვიშორეთ ერთი ეგ იყო კარგი

  • M10 S9 D11
    22 იან 2021, 11:03

    გასხმეინებული ხარ დიდუბის ფილიალიდანო

  • C.PC5
    22 იან 2021, 10:30

    აი ბატონო თურმე რატო მიახტა პიკე სარაბიას, აეხადა ფარდა!!! ამ მძორს კიდე წერილი კიარა საფავის ქვა გავუგზავნოთ ჯობს!

  • BEQA BARCA
    22 იან 2021, 09:39

    ასევე, სპეციალისტმა მწვრთნელად დანიშვნისას დადებული პირობები ვერ შეასრულა
    სპეციალისტის თქმა ამ კაცზე გადაჭარბებულია.

  • me da barca
    22 იან 2021, 03:46

    ეს მენახირე მახატია, მაგრამ ოფიციალურად და იურიდიულად მწვრთნელი ეს იყო და ვფიქრობ რაღაცა ნაწილის გადახდა ბარსას მოუწევს.