workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონასთან მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ – პერე მილია

ბარსელონასთან მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ – პერე მილია

ვალენსიური “ელჩეს” თავდამსხმელი, პერე მილია, კატალონიის “ბარსელონასთან” დაპირისპირებამდე, კომენტარს აკეთებს:

“ვალიადოლიდთან” მატჩში 2 ქულა დავკარგეთ, თუმცა ახლა ზრდა უნდა განვაგრძოთ და “ბარსას” შევერკინოთ.

გასულ წელს ვაჩვენეთ, რომ თავდაჯერება არ გვაკლია – “ფუენლაბრადამ” სეგუნდაში სეზონის ორივე შეხვედრა მოგვიგო, თუმცა ბრძოლა გავაგრძელოთ და სატურნირო ცხრილში ადგილი მათზე მაღლა დავიკავეთ.

ვამტკიცებთ, რომ პრიმერა დივიზიონში ასპარეზობას ვიმსახურებთ. წინ “ბლაუგრანაა” და ჩვენ უნდა მოვიგოთ, რათა 3 ქულა მოვიპოვოთ.

გუნდი სვლას განაგრძობს და ისევე დავიხარჯებით, როგორც ეს სეგუნდა დივიზიონის ფლეი ოფში გავაკეთეთ.

კლუბი ბევრმა პიროვნებამ დატოვა, თუმცა კარგი შემადგენლობა გვყავს. ასევე, ჩვენთანაა სამწვრთნელო შტაბი და ახალწვეულები – ერთად გაამრჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

ცნობისთვის, პერე მილია კატალონელია და კარიერა სწორედ ადგილობრივ “ლეიდაში” დაიწყო. 28 წლის ფეხბურთელი “ელჩეში” 2019 წელს გადავიდა, ამავე წლიდან კი კატალონიის ნაკრების ღირსებასაც იცავს.

“ელჩესა” და “ბარსელონას” დაპირისპირება 24 იანვარს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • ANSU FATI 10
    schedule 21 იან 2021, 22:35
    #8

    ვერ შეედავები

  • ბასქუ10
    schedule 21 იან 2021, 22:33
    #7

    მოიცადეთ მოვა ლაპორტა და მომავალი სეზონიდან ისევ დავბრუნდებიტ ჩვენ ადგილზე

  • M10 S9 D11
    schedule 21 იან 2021, 21:16
    #6

    ადრე ესეთი გუნდები იმითაც იყვნენ კმაყოფილები რო ბარსას იგროკებს ნახავდნენ ეხლა კიდე ყველა ჩვენ გვებლატავება

  • Clever liar
    schedule 21 იან 2021, 21:01
    #5

    აბა რაუნდა ქნათ, თქვენზე უარებს არ მოუგიათ თუ რა :))

  • ROUCH
    schedule 21 იან 2021, 20:37
    #4

    რატომაც არა ვაჟკაც ცდას რა უდგა წინ, რა იცი რა ხდება. ესეთები იგებენ მატჩებს და არა მენტალურად ჩმორი სასტავი

  • lukaaa
    schedule 21 იან 2021, 20:35
    #3

    დემბელეში არავის გაერჭოთ,კუმანი ვიცი რო ბოლო დონეა და ძაან უნიჭოა მარა მესის გარეშე თამაში შეუძლია ფაქტია და აი მაგ საუბრის გამო 5 ით 0 რო დაგადუღოს მაგრად ვიკაიფებ,ისე კი ამ გუნდმა ატლეტიკო გამოაგდო და ჩვენც რო მიგვაბრძანოს არ გამიკვირდება

  • C.PC5
    schedule 21 იან 2021, 20:11
    #2

    რა დონემდე დავეშვით რომ ჭ კლასის ელჩეები გვებლატავებიან და სამ ქულაზე კიარ ოცნებობენ სერიოზულად ფიქრობენ. ნეტა როდის გვეშველება რაააა sob

  • BEQA BARCA
    schedule 21 იან 2021, 20:01
    #1

    იმედია ახალდ ამოსული გუნდთან კადისივით არ დაგვემართება და მოვიგებთ.