workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” მონაწილეობას მიიღებს 19 წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაში

”ბარსელონა” მონაწილეობას მიიღებს 19 წლამდელთა ჩემპიონთა ლიგაში

კატალონიური კლუბი მონაწილეობას მიიღებს ახალ საფეხბურთო ტურნირში, რომელიც იქმნება იმისთვის, რომ მსოფლიომ დაინახოს მომავალი ვარსკვლავები.

ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება შექმნას ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი კლუბების ასაკობრივი გუნდები (ტურნირი ჩემპიონთა ლიგის მსგავსი იქნება), სადაც ფეხბურთელის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 19 წელს.

16 მონაწილე გუნდი (ერთი ჯერ კიდევ ცნობილი არ არის) გადანაწილდება 4 კალათაში, საიდანაც შემდეგ ეტაპზე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები გავლენ. ჯგუფური ეტაპის მატჩები აგვისტოში გაიმართება, ხოლო გადამწყვეტი რაუნდები იანვარში, აბუ-დაბიში ჩატარდება. აღსანიშნია ის, რომ ”ბარსელონა” ესპანეთიდან ერთადერთი წარმომადგენელია.

მონაწილე გუნდები:

ესპანეთი: ”ბარსელონა”

ინგლისი: ”ასტონ ვილა”, ”მანჩესტერ სიტი”, ”ლივერპული”, ”ტოტენჰემი”.

შოტლანდია: ”სელტიკი”.

გერმანია: ”ვოლფსბურგი”.

იტალია: ”ინტერი”.

საფრანგეთი: ”მარსელი”.

პორტუგალია: ”სპორტინგი”.

ჰოლანდია: ”პსვ”.

თურქეთი: ”ფენერბახჩე”.

შვეიცარია: ”ბაზელი”.

ნორვეგია: ”მოლდე”, ”რუსენბორგი”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward