წარსულში ცნობილმა არგენტინელმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა. ვერონმა მესის იტალიაში გადასვლის ვარიანტი განიხილა.
“არ ვფიქრობ, რომ მესი ოდესმე იტალიაში გადასვლას მოისურვებს. თუ მან ეს ნაბიჯი გადადგა, ამას მხოლოდ ხავიერ ძანეტის გამო იზამს, რომელიც აუცილებლად დაელაპარაკება კლუბის სამომავლო პროექტებზე და დაარწმუნებს მესის, რომ ის კვლავ მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება გუნდისთვის. რა თქმა უნდა, საბოლოოდ გადაწყვეტილებას მაინც მესი ღებულობს, თუმცა თუ “ინტერი” ოფიციალურ წინადადებას გააკეთებს, მათ რაიმეთი ლიონელის გულის მოგება მოუწევთ.
არ ვიცი კიდევ რამდენი წელი ითამაშებს მესი ამ დონეზე, მაგრამ თუ “ინტერს” მისი შეძენა სურს, მაშინ ის ფლაგმანად უნდა აქციონ და გააგებინონ, რომ მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა სურთ.”,
– ვერონის სიტყვებს Goal ციტირებს.




ინტერი რა გუნდია საერთო, უჩლ-ს ჯგუფში რო რჩება და ვერც ევროპაზე რომ ვერ ხვდება? სასაცილოა მესის ინტერს რომ უკავშირებენ
რა ინტერი ან რა იტალია რა უნდა მანდ
ინტერი მაგარი ტვინიანი ხალხის ხელშია🤣🤣 რამდენი ვარსკვლავი იყიდეს და ნახევარს ვერ იყენებენ დაჟე უჩლს ჯგუფიდანაც ვერ გავიდნენ ტიპები😂😂😀 დარწმუნებული ვარ ეგენი მესისაც ვერ გამოიყენებენ.
არ მინდა რომ წავიდეს არსად. მარა იქ რომ წავიდეს მაგარი დუელი იქნება ისევ მესი რონალდუ ❤
ლაპორტა მოვა და დარჩება..
თუ არადა დაე წავიდეს ინტერში.. მესი ვერსუს რონალდუს ბოლო ბრძოლებს ვიხილავთ..