ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვილია: “ვისურვებდი კარიერის “ბარსაში” დასრულებას”

ვილია: “ვისურვებდი კარიერის “ბარსაში” დასრულებას”

დავიდ ვილიამ კატეგორიულად უარყო ჭორები იმის შესახებ, რომ ის ინგლისში გადავიდოდა საასპარეზოდ, უფრო მეტიც, ასტურიელმა განაცხადა, რომ მისი სურვილია კარიერის “ბარსაში” დასრულება. ფეხბურთელმა ასევე ისაუბრა იმ ფეხბურთელებზე, რომელებიც შესაძლოა “ბლაუგრანას” ფორმაში ვიხილოთ”. იტყობინება “ბარსელონას” ოფიციალური ვებ–გვერდი.

 

დავიდ ვილიას საერთოდ არ აინტერესებს ის შემოთავაზებები, რომლებიც ინგლისური კლუბებიდან იქნება: “მე არცერთ წინადადებას არ მივიღებ, ესენი არის ჭორები, სპეკულაციები და ტყუილი! ძალიან დიდი იმედი მაქვს იმის, რომ კარიერას კატალონიურ კლუბში დავასრულებ. იმ შემთხვევაში, თუ ასე მოხდება, მაშინ გამოდის, რომ ყველაფერი შესანიშნავად გავაკეთე”.

 

ასტურიელისთვის კარიერის მიზნად ჩამოყალიბდა კარიერის კატალონიაში დასრულება: “მხოლოდ 29 წლის ვარ და მინდა სამუდამოდ ამ კლუბში ვიასპარეზო. მშვენიერი იქნება. იმდენი ხნით მინდა ამ გუნდში დარჩენა, რამდენითაც შესაძლებელია”.

 

როდესაც ჰკითხეს დავიდ, თუ რა აზრის იყო სესკ ფაბრეგასისა და ალექსის სანჩესის ტრანსფერზე, მან განაცხადა: “ისინი არიან უმაღლესი დონის ფეხბრუთელები როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად. ეს ფეხბურთელები უდიდეს გამოცდილებას შემატებენ გუნდს”.

 

ხუან მატას სახელიც, რომელიც “ვალენსიაში” ვილიას თანაგუნდელი იყო, გაჟღერდა იმ შესაძლო ტრანსფერებში, რომლების განხორციელებასაც აპირებს კატალონიის “ბარსელონა”. დავიდმა განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი იქნება, თუ კიდევ მოუწევს გასახდელში ხუანთან ერთად ყოფნა: “ეს ჩემთვის ოცნების ახდენასავით იქნება. არა მხოლოდ იმით, რომ გუნდი გაძლიერდება, არამედ პერსონალური თვალსაზრისითაც. მე და მატა ძმებივით ვართ. მისი ჩემს გვერდით ყოფნა ოცნებაა”. დაასრულა ასტურიელმა ფორვარდმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში