ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“არსენალმა” უარით გაისტუმრა “ბარსა”

“არსენალმა” უარით გაისტუმრა “ბარსა”

“არსენალმა” არ მიიღო “ბარსელონას” ოფიციალური შეთავაზება სესკ ფაბრეგასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებდა 30 მილიონ ევროს.

 

წინა ზაფხულს “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” სესკ ფაბრეგასის საყიდელ საწყის თანხად 35 მილიონი ევრო დაასახელეს, თუმცა არც ეს წინადადება მიიღეს “არსენალის” მესვეურები. ერთი რამ ნათელია, “ბლაუგრანა” თვლის, რომ სესკის ფასი მიმდინარე ზაფხულს დაეცა და ისინი 30 მილიონს იხდიან ესპანელში. უარის მიუხედავად ამ სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიური გრანდი მაინც აპირებს მოლაპარაკებების გაგრძელებას, იტყობინება გავლენიანი ინგლისური გამოცემა “The Telegraph”.

 

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “მეთოფეები” თავიანთ კაპიტანში 49 მილიონს ითხოვენ, რომელიც კატალონიელებისთვის ძალიან დიდი ფასია და ისინი სხვა გზით ცდილობენ ფრანსესკის შეძენას. სანდრო როსელმა ადრე განაცხადა, რომ ასეთ თანხას ის ფაბრეგასში არ გადაიხდის, მაქსიმუმი, რაც შეიძლება ესპანელისთვის გამოიყოს არის 40 მილიონი.

 

სანდრო როსელი თვლის, რომ სესკ ფაბრეგასის ფასი ნელ–ნელა ეცემა, რადგანაც ახლოვდება მისი კონტრაქტის ამოწურვის თარიღი. ეს დრო არცთუ მცირეა, “არსენალს” შეუძლია კიდევ 3 სეზონი ჰყავდეს ესპანელი ნახევარმცველი, რადგანაც სესკის კონტრაქტი ითვალისწინებს 2015 წლამდე “მეთოფეთა” რიგებში ასპარეზობას. ამჟამად ის, რაც ესპანელის ფასს დაბლა წევს, არის მისი ტრავმიანობა. ფეხბურთელი ძალიან დიდ დროს ატარებს ხოლმე ლაზარეთში.

 

“ჩვენ ახლა იმდენ ფულს არ გადავიხდით სესკში, რამდენსაც წინა წელს ვიხდიდით, რადგანაც ფაბრეგასი აღარ ღირს 40 მილიონი”. განაცხადა სანდრო როსელმა მიმდინარე ზაფხულს პეპ გვარდიოლას განკარგულებაშ 45 მილიონია ტრანსფერებისთვის. ეს თანხა ძალიან ცოტაა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ “ბარსელონას” უშუალო მეტოქის, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტს, დონ ფლორენტინოს, ძალიან უყვარს ტრანსფერებში ფულის ხარჯვა. “მე ვღელავ კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე, საჭიროა სულ ცოტა პასიურობა”. დაასრულა “ბლაუგრანას” პრეზიდენტმა.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ ფრანსესკ ფაბრეგასის ყიდვით დაინტერესებულნი არიან: “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი”, “რეალი” და “ინტერი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში