ფრანსისკო ხავიერ გარსია პიმიენტამ “ბარსელონა ბ” 2018 წლის აპრილში ჩაიბარა, ამის შემდეგ კი სარეზერვო გუნდში 13 ფეხბურთელის დებიუტი შედგა.
2018/2019 სეზონი: ალეხანდრო ორელიანა, კონრად დე ლა ფუენტე, ნილს მორტიმერი, არნაუ ტენასი, ნიკოლას გონსალეს იგლესიასი
2019/2020 სეზონი: ილაი მორიბა, პეკე, მიკა და ანტონიო ხესუსი (ახლა “ვილიარეალში”)
2020/2021 სეზონი: ბალდე, ილიას აკჰომაჩი, ხოსე მარსა, ხოსეპ ხაუმე
რაც შეეხება გარსია პიმიენტას, ადამიანი, რომლის ცხოვრების უდიდესი ნაწილი “ბარსელონას” უკავშირდება, გასულ სეზონში გუნდის სეგუნდაში დაწინაურებასთანაც საკმაოდ ახლოს იყო. 46 წლის პიმიენტა “ბარსელონას” ასაკობრივ გუნდებს 2006 წლიდან წვრთნის, 2015-2017 წლებში ის სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ. 1986-1992 წლებში კატალონიელი მოთამაშის ამპლუაში “ბლაუგრანას” აკადემიაში ირიცხებოდა, 1993-1995 წლებში “ბარსელონა ც-ს” წევრი იყო, 1995-1999 წლებში “ბარსელონა ბ-ს” წევრი, 1997 წელს კი პირველ გუნდშიც ითამაშა. გარსია პიმიენტამ მოთამაშის კარიერა 2004 წელს 29 წლის ასაკში “სანტ-ანდრეუში” დაასრულა.
სეტიენმა ვაბშე რა გაუკეთა კიდე შარშან
3:1 წააგო და იქაც წითელი ბარათი მიიღო ბარსას ფეხბურთელმა.
23-ე წუთისთვის უკვე 3:0 იყო
ეს კუმანი რო წამოიყვანს ამ ბ გუნდის მოთამაშეებს ქემაინც ათამაშოს ანდა ნუღა მიყავთ ამ კაცს სულ ასე ართმევენ გუნდის ლიდერებს თან ტყუილად უზით სკამზე და გუშინ ბ გუნდმაც წააგო
სეტიენმა ვაბშე რა გაუკეთა კიდე შარშან
წელს მეორე დივიზიონში ველოდებით, ისე ეს უნდა დაენიშნათ სეტიენის მერე
იმედია ამ სეზონში ამოვა მეორე დივიზიონში. კიდე მეტი ფეხბურთელი გვჭირდება ლა მასიიდან❤️
ძალიან კარგი. იმედია კიდევ უფრ მეტ ფეხბურთელს მოუმზადებს ძირითად გუნდს
ისე რომ დაენიშნათ კიკეს ნაცვლად უფრო გაამართლებდა 100 თავით აჯობებებდა.
დანიშნონ ეს კაცი ტრენერად ახალგაზრდებს მაინც ათამაშებს და არ ამოიჩემებს კუმანივით პუჩს ეშველება ბოლო-ბოლო
ახალი გვარდიოლა.. ამ კაცს ვინც ლანძღავს ყველა იდიოტია!