workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” ბელერინით კვლავ ინტერესდება

“ბარსელონა” ბელერინით კვლავ ინტერესდება

ლონდონის “არსენალის” ესპანელმა მცველმა, ექტორ ბელერინმა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში კლუბი შეიცვალოს. 

როგორც Calciomercato იტყობინება, 25 წლის ფეხბურთელის შეძენით “ბარსელონა”, “იუვენტუსი” და “პარი-სენ ჟერმენი” ინტერესდება. მოსალოდნელია, რომ ბელერინის ტრანსფერზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ დაიწყება, ბრძოლაში ფავორიტი კი “ბარსელონა” იქნება. 

ბელერინი “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია, “არსენალმა” ფეხბურთელი 2011 წელს, 16 წლის ასაკში 500 ათასი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • ბასქუ10
    schedule 18 იან 2021, 23:24

    არ გ ინდა ეს პრანჭია მოდელი გუნდში, ერთი ეს გვაკლია სრული ბედნიერებისთვის, თუ ყიდვა უნდათ და გუნდის გაძლიერება ანხელინიო მოიყვანონ რამენაირად

  • M10 S9 D11
    schedule 18 იან 2021, 20:44

    რა ბელერინი მოაშორეთ

  • Clever liar
    schedule 18 იან 2021, 20:34

    დაცვაში გიჭირთ? – ბელერინი მოვა!
    შეტევაში გიჭირთ? – ბელერინი მოვა!
    ტიტული გიჭირთ? – ბელერინი მოვა!
    ერთხელ მაინც ანდეთ ბელერინს ძირითადი და ის გადაგარჩენთ

  • ჯერემი რენერი
    schedule 18 იან 2021, 20:34

    არც მე მივესალმები დიდად ამის ტრანსფერს.. რამდენიმე წლის წინ კარგი იყო.. ახლა პიკესავით ფეხბურთი ნაკლებად აინტერესებს თითქოს.. მოდა, ჩვენებები, ჩაცმა.. ამის სოც. ქსელებში რო შეიხედო მოდელი უფრო გეგონება ვიდრე ფეხბურთელი..

  • BEQA BARCA
    schedule 18 იან 2021, 20:21

    იყოს სადაცა არის ბელერინი თუ ბალერინა..

  • C.PC5
    schedule 18 იან 2021, 19:57

    რას ჩააფრინდნენ ამ არსენალს რა უნდათ?! ბართომეუმ ერთი მაგ სამძორეთიდან ვერ მიასწრო ფეხბურთელების დამატება და ახლა ესენი ცდილობენ

  • ჯერემი რენერი
    schedule 18 იან 2021, 19:43

    ბარსელონას მხოლოდ ლაპორტა გადაარჩენს..
    გადაარჩენს ანუ – ხანგრძლივი ჩაძირვისგან იხსნის.. რათა მილანი არ განმეორდეს..
    თორე ვინც არ უნდა აირჩიონ კლუბი რომ არ დაიშლება ეს ისედაც ვიცით..