“Manchester Evening News”–ზე დაყრდნობით, კატალონიური გამოცემა “სპორტი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ჩილელი ფეხბურთელით, ალექსის სანჩესით აღარ არის დაიტერესებული…
ბრიტანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერ სიტი” იტალიური უდინეზეს ფორვარდით, ალექსის სანჩესით აღარაა დაინტერესებული. ახლა ინგლისური კლუბის მესვეურები “პორტუსა” და “ვალენსიას” შემტევების გადმობირებას ეცდებიან – ინგლისელები ჰალკისა და ხუან მატას თამაშით დაინტერესდნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანურ მედიაში საუბარია იმის შესახებ, რომ თუ კატალონიური კლუბი ვერ მოახერხებს და სანჩესს ვერ შეიძენს, მაშინ მისი მესვეურები ესპანეთის 21 წლამდელთა ნაკრების შემტევზე, მატაზე გადაერთვებიან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისელები ჩილელის მიმართ ინტერესებს აღარ იჩენენ, შეიძლება ითქვას, რომ სანჩესს არჩევანის გაკეთება “უდინეზესა” და “ბარსას” შორის მოუწევს…



