როგორც ესპანური პრესა იტყობინება, თუ “ბარსელონამ” იტალიური “უდინეზეს” ჩილელი ფორვარდის, ალექსის სანჩესის შეძენა ვერ მოახერხა, მაშინ კლუბს ორი ალტერნატიული გზა რჩება: ჯუზეპე როსი, ან ხუან მატა…
მოგეხსენებათ კატალონიის “ბარსელონა” აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ჯამპაოლო პოცოს “უდინეზესთან”. კატალონიური გუნდის მესვეურები საკუთარ გუნდში ჩილელი ფორვარდის, ალექსის სანჩესის გადმობირებას ცდილობენ. თუმცა, ამ ბოლო ხანებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანჩესისთვის ბრძოლაში ინგლისური “მანჩესტერ სიტი” ჩაერთო. ინგლისელები ჩილელში 40 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ, მაგრამ ამასთან ერთად ვრცელდება ხმები, რომ თავად ფეხბურთელს უფრო მეტად კატალონიური კლუბი იზიდავს.
მოკლედ და კონკრეტულად, ახლა ესპანურ პრესაში იმაზე მიდის საუბარი, თუ ვის შეიძენს “ბარსელონა” იმ შემთხვევაში, თუ ალექსისი ბარსელონაში ვერ გადმობარგდება. არსებობს ორი ვერსია: ან “ვილიარეალის” იტალიელი “მრავალჭორნახული” ჯუზეპე როსი, ან “ვალენსიაში” მოთამაშე ახალგაზრდა ფეხბურთელი – ხუან მატა.