workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბელეტის ოცნების გუნდში 7 “ბარსელონელი” მოხვდა

ბელეტის ოცნების გუნდში 7 “ბარსელონელი” მოხვდა

ჟულიანო ბელეტი “ბარსელონას” ისტორიაში სამუდამოდ შესული ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ მას განსაკუთრებით გამოსარჩევი კარიერა არ ჰქონია, ბრაზილიელი მარჯვენა მცველის ერთმა დარტყმამ “ბარსას” ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, რის გამოც ბელეტის ის ბუცი დღემდე “ბლაუგრანას” მუზეუმში ინახება.

ჩემპიონთა ლიგის 2006 წლის ფინალის გმირმა თავისი ოცნების გუნდი შეადგინა, სადაც, რა თქმა უნდა, “ბარსელონელებს” გამორჩეული ადგილი უჭირავთ. 11 ფეხბურთელიდან 6 ყოფილი “ბარსელონელია”, ერთი კი მოქმედი.

ბელეტის რჩეული თერთმეტეული ასე გამოიყურება: დიდა, ჯანლუკა ძამბროტა, ჯონ ტერი, კარლეს პუიოლი, რობერტო კარლოსი, კლოდ მაკელელე, ანდრეს ინიესტა, რონალდინიო, ლიონელ მესი, რონალდო, ტიერი ანრი.

ჟულიანო ბელეტი “ბარსელონაში” 2004-2007 წლებში თამაშობდა. 102 შეხვედრაში მან ერთადერთი გოლი გაიტანა და ისიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • ბასქუ10
    schedule 16 იან 2021, 21:50
    #10

    ერთადერთი მაგრამ რა გოლი გაიტანა და როგორი მნიშვნელობის❤️

  • nika 54
    schedule 16 იან 2021, 17:00
    #9

    ჩავი სად არის?

  • alen halilovic
    schedule 16 იან 2021, 12:49
    #8

    აუფ, ერთ-ერთი საუკეთესო 11-ეულია რაც კი დასახელებულა

  • C.PC5
    schedule 16 იან 2021, 01:17
    #7

    უმნიშვნელოვანესი გოლი ნამდვილად, ისე ხო ყველაფერს ბედი უნდა ერთადერთი გაიტანა ტიპმა და ისიც ფინალში😀

  • M10 S9 D11
    schedule 15 იან 2021, 22:57
    #6

    ბარსას ისტორიაში უმნიშველოვანესი გოლის ავტორი <3

  • Albicelecte
    schedule 15 იან 2021, 22:43
    #5

    თვითონ დამდგარიყო მის პოზიციაზე, რაღა მადრიდისტა კარლოსს აყენებდა?!

  • Clever liar
    schedule 15 იან 2021, 22:08
    #4

    ციტატა: Griezzy7
    კარლოსი და ძამბროტა რათუნდაერთად


    იუვეში თამაშობდა მარცხნივ თორე ნაკრებში და ბარსაში მარჯვნივ იდგა

  • me da barca
    schedule 15 იან 2021, 21:36
    #3

    იმ გოლმა მე ლამის კედლებზე ამიყვანა.

  • Clever liar
    schedule 15 იან 2021, 21:35
    #2

    ძალიან ძლიერი გუნდი ყავს ყოჩაღ, მაგრამ ბარსაში ეგ და ძამბროტა ერთი დონე იყვნენ ზუსტად.. იუვეში კი ბატონო, ბევრად კარგი ლეველი იყო, თუმცა დრიმ თიმში შესაყვანი კაცი მაინც არ იყო :))

  • BEQA BARCA
    schedule 15 იან 2021, 21:29
    #1

    არ იყო გამორჩეული მოთამაშე მარა ერთადერთი გოლი გაიტანა ისიც ჩემპიონთა ლიგის მომგები🤣🤣