workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ერლინგ ჰოლანდი “ბარსელონაში” თამაშის გამო “ბორუსიას” დატოვებას არ აპირებს

ერლინგ ჰოლანდი “ბარსელონაში” თამაშის გამო “ბორუსიას” დატოვებას არ აპირებს

დორტმუნდის “ბორუსიას” ნორვეგიელი ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი “ბარსელონაში” გადასვლის გამო, ზაფხულში კლუბის დატოვებას არ აპირებს, იტყობინება Bild. 

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მინო რაიოლა 20 წლის ფეხბურთელის “კამპ კოუზე” თამაშს მომდევნო სეზონიდან უზრუნველყოფდა. 

Bild-ის ცნობით, რაიოლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია უბრალოდ ტყუილია. თავად ნორვეგიელს კი “ბორუსიადან” წასვლა არ სურს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (37)

  • ბასქუ10
    schedule 15 იან 2021, 11:06

    თუ არ უნდა კარგად იყოს, მაინც იმდენ ფულს მოითხოდვნენ რომ კლუბს კიდევ უფრო დააწვებოდა ვალები, ამაში 100 მილიონის გადახდას ჯობია დეპაი იჩალიჩონ და თუ ვერ გაამართლებს კიმაინც ბევრი არ ექნებათ გადახდილი

  • me da barca
    schedule 15 იან 2021, 01:12

    ფული იყოს, თორემ რაიოლა ფულის ხათრით საკუთარ ოჯახს გაყიდის.

  • Clever liar
    schedule 15 იან 2021, 00:24

    ციტატა: Albicelecte
    მე მაინც მგონია, რომ იბრაგა და ეტოო არა მესის, არამედ პეპს შეეწირნენ


    რათქმაუნდა პეპის პირდაპირი მითითებით მოიქესტა გუნდიდან ორივე, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რო მათი გაშვების მთავარი მიზეზი მესის სათამაშო არეალის შეზღუდვა იყო, რადგან ლოგიკურია თუ გუნდში გყავს იბრა და ეტოო მაშინ ლეო ვერანაირად იქნებოდა იქ ცრუ ცხრიანი. თორე მწვრთნელთან შელაპარაკების გამო, როგორც წესი მსგავსი კალიბრის იგროკებს არ აგდებენ ასე ერთი ხელის მოსმით.. მახსოვს იბრას რო ნაგლად ფლანგზე აყენებდა, ეგ მაინც დარჭიბილი იყო ყველა ჩაწოდებაზე საჯარიმო ცენტრში 😀

    ციტატა: ჯერემი რენერი
    სანჩესი და პედროც ამ სისტემამ შეიწირა სუარესის მოსვლის შემდეგ, მაგრამ გაამართლა კიდეც.. უბრალოდ პედრო დამენანა


    არ მევასებოდა სანჩო, სისწრაფეც ქონდა და ტექნიკური სრული არსენალიც, მარა ყოველთვის ზედმეტ არაფრისმომცველ ფართხალში კარგავდა უაზროდ ბურთს.. პედრო ალბათ იმსახურებდა ცოტახნით ზამენაზე ყოფნას

  • ჯერემი რენერი
    schedule 14 იან 2021, 23:52

    ციტატა: basa7
    კუენკაზე საერთოდ რა კავშირშია მესისთნ, ძაან ტექნიკური იყო მაგრამ სადაა ახლა თუ ბარსას დონის იყო


    იმ სეზონშივე ჩაქრა, გვარდიოლამაც დაიკიდა

  • C.PC5
    schedule 14 იან 2021, 23:49

    მაგის შიში მქონდა, ეს უფრო ინგლისისკენ და მანიუსკენ იწევს როგორც ვიცი, რავი რაიოლა თუ მოთაფლავს როგორმე😃

  • Albicelecte
    schedule 14 იან 2021, 23:46

    ციტატა: Clever liar

    ციტატა: ჯერემი რენერი
    შენ ისააკ კუენკა გაგიგია/მოესწარი? პირადად გამოიგონა ეგ გვარდიოლამ თვალდახელშუა 🤣 ეგეც მესის ამბავს შეეწირა ჩემი აზრით


    მესის მხოლოდ ეტო'ო და იბრაგიმოვიჩი შეეწირნენ პირდაპირი მნიშვნელობით ჩემის აზრით თორე კუენკებს, კრკიჩებს და ჰალილოვიჩებს არსად დახვედრიათ ბარსას იქეთ მესი ვერგანვითარებისთვის, რავიცი


    მე მაინც მგონია, რომ იბრაგა და ეტოო არა მესის, არამედ პეპს შეეწირნენ
    პეპი ვერ იტანდა ზედმეტ ინიციატივებსა და აგრესია-სიმკაცრის გამოხატვას მისი ფეხბურთელებისგან
    ინიციატივა შეიძლება აეტანა მესისგან, რადგა მესი იყო
    სიმკაცრეს თანაგუნდელების მიმართ ცოტას აიტანდა პუიოლისგან, რადგან კაპიტანი იყო
    დანარჩენისათვის კი თვითონ იყო და სადავეებს ხელიდან არ გაუშვებდა
    ეტოო ცხენის ნალში გაცვალა, ჩ/ლიგის მომგები გუნდის ძირითადის 9-იანი, იმის გამო, რომ ეუზრდელებოდა და ექაჩებოდა
    არც იბრაგა იყო ურთიერთობებში თაფლი და შაქარი

  • ჯერემი რენერი
    schedule 14 იან 2021, 23:38

    ციტატა: Clever liar
    მესის მხოლოდ ეტო'ო და იბრაგიმოვიჩი შეეწირნენ პირდაპირი მნიშვნელობით ჩემის აზრით თორე კუენკებს, კრკიჩებს და ჰალილოვიჩებს არსად დახვედრიათ ბარსას იქეთ მესი ვერგანვითარებისთვის, რავიცი


    სანჩესი და პედროც ამ სისტემამ შეიწირა სუარესის მოსვლის შემდეგ, მაგრამ გაამართლა კიდეც.. უბრალოდ პედრო დამენანა..

  • Clever liar
    schedule 14 იან 2021, 23:19

    ციტატა: ჯერემი რენერი
    შენ ისააკ კუენკა გაგიგია/მოესწარი? პირადად გამოიგონა ეგ გვარდიოლამ თვალდახელშუა 🤣 ეგეც მესის ამბავს შეეწირა ჩემი აზრით


    მესის მხოლოდ ეტო'ო და იბრაგიმოვიჩი შეეწირნენ პირდაპირი მნიშვნელობით ჩემის აზრით თორე კუენკებს, კრკიჩებს და ჰალილოვიჩებს არსად დახვედრიათ ბარსას იქეთ მესი ვერგანვითარებისთვის, რავიცი

  • ჯერემი რენერი
    schedule 14 იან 2021, 23:19

    ციტატა: Nini
    კი მახსოვს ეგ ფეხბურთელი


    ზუსტად ეგ “ექსპერიმენტები” აკლია დღევანდელ გუნდს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 14 იან 2021, 23:13

    ჯერემი რენერი,
    კი მახსოვს ეგ ფეხბურთელი.

  • ჯერემი რენერი
    schedule 14 იან 2021, 23:09

    ციტატა: Nini
    ესეც მიუყვება მგონი სენიორ ჟერარდის გზას ამ საკითხში.


    შენ ისააკ კუენკა გაგიგია/მოესწარი? პირადად გამოიგონა ეგ გვარდიოლამ თვალდახელშუა 🤣 ეგეც მესის ამბავს შეეწირა ჩემი აზრით

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 14 იან 2021, 23:06

    ჯერემი რენერი
    ესეც მიუყვება მგონი სენიორ ჟერარდის გზას ამ საკითხში.

  • B.A.r.c.A
    schedule 14 იან 2021, 23:04

    მიცენ დემბელე კოუტინიო და ერთი 20 მილიონი და წამოიყვანოონ ეს ფატი პედრი პუჩი დე იონგი დესტი არაუხო მომავლის ერთ ერთი საუკეთესო გუნდია სახელებით

  • Clever liar
    schedule 14 იან 2021, 23:01

    ციტატა: ჯერემი რენერი
    ნუ სუარესი და ნეიმარი იშვიათი გამონაკლისები არიან.. აქ ის ფაქტორიც მნიშვნელოვანია, რომ მოედნის გარეთაც საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ასევე ასეც შეგვიძლია ვთქვათ სად სუარესი & ნეიმარი და სად დ ე მ ბ ე ლ ე ?


    დემბელეზე და იმბეცილებზე არც არასდროს მექნება საუბარი :)) მე კოუტინიო გრიზმანის კალიბრის ფეხბურთელებზე ვამბობ, ვისგანაც ჩვენ თამაშს ვითხოვთ თორე არტური რო მესის ზურგს გაუმაგრებდა არასდროს მქონია მაგის ილუზია. რაც შეეხება იმ იშვიათ ფაქტორებს რაც შენ აღნიშნე, მაგ ყოველივეში რათქმაუნდა ლომის წილი მწვვრთნელს ევალება, მარა რა მწვრთნელებიც გვყავდა კარგად მოგეხსენება :)))

  • ჯერემი რენერი
    schedule 14 იან 2021, 23:00

    ციტატა: Nini
    და არამარტო გრიზმანში.ანუ მარტო გრიზმანს არ აქვს ეგ პრობლემა.


    ამ ამბავში ყველაზე მხდალი დეულოფეუ გამოდგა 🤣

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 14 იან 2021, 22:57

    ჯერემი რენერი,
    და არამარტო გრიზმანში.ანუ მარტო გრიზმანს არ აქვს ეგ პრობლემა.

  • rivaldo80
    schedule 14 იან 2021, 22:56

    კი მაგრად უბერავს მაგრამ ვერნერიც ეგრე დაფრინავდა და ის რეალის სკამის მხეხავიც დიდი შანსია ესეც დაეშვას მიწაზზეე მალევე