workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფონტს მესის კლუბში დარჩენის გარანტად ჩავის დაბრუნება მიაჩნია

ფონტს მესის კლუბში დარჩენის გარანტად ჩავის დაბრუნება მიაჩნია

როგორც იცით, ლეო მესის “ბარსელონასთან” კონტრაქტი ივნისამდე აკავშირებს, რომელიც ჯერ არ გაუხანგრძლივებია.

მალე “ბარსელონაში” არჩევნები გაიმართება, პრეზიდენტობისთვის 3 კანდიდატი იბრძოლებს. ბუნებრივია, თითოეული კანდიდატისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მესის კლუბში დარჩენა და მისი კარიერის “ბარსელონაში” დასრულებაში დარწმუნებაა.

საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ერთ-ერთი საინტერესო სტრატეგია მესის გუნდში დასარჩენად ვიქტორ ფონტს აქვს – მისი პროექტის თანახმად “ლა პულგას” კლუბში დარჩენის გარანტი ჩავი ერნანდესის დაბრუნება იქნება. 

მესიმ ახსნა, რომ მას დარჩენა და სპორტული კარიერის “ბარსელონაში” დასრულება სურს, ჩვენ კი გვაქვს პროექტი, რომელიც ჩავის დაბრუნებას ითვალისწინებს. მჯერა, მესისა და ჩავის ურთიერთობა მოგვცემს იმის გარანტიას, რომ მან თავი კომფორტულად იგრძნოს.

– განუცხადა ვიქტორ ფონტმა Mundo Deportivo-ს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • ბასქუ10
    schedule 15 იან 2021, 11:07

    ამ ჩავის რატო მიაკვდა ეს კაცი, ასე მგონია ჩავი რო მოიყვანოს დავერ გაამართლოს კლუბი კიდევ უფრო დიდ კრიზისში აღმოჩნდება, ამის ერთადერთი გეგმა ჩავია

  • me da barca
    schedule 15 იან 2021, 01:10

    ამის პროექტიდან ჩავის მოყვანის მეტი ვერაფერი გავიგე.

  • C.PC5
    schedule 14 იან 2021, 23:51

    ჩავიზე არ იქნება მესი ჩაციკლული, კი კარგი პირობაა მაგრამ მარტო ჩავის მოყვანით ვერ მოხიბლავენ მესის

  • GioKakiashvili
    schedule 14 იან 2021, 22:16

    ციტატა: Memphis Depay
    კუმანს ერთ სეზონს ვაცდიდი მე, სასურველი ტრანსფერები დაუდონ და მერე მოსთხონ შესაბამისად შედეგის დადებაც.


    +1 თან ხავიმ გარკვევით თქვა რომ არაპირებს ჯერ წამოსვლას და ეს გაიძახის ხავი ხავიო რავიცი როგორიქნება.

  • Memphis Depay
    schedule 14 იან 2021, 22:09

    კუმანს ერთ სეზონს ვაცდიდი მე, სასურველი ტრანსფერები დაუდონ და მერე მოსთხონ შესაბამისად შედეგის დადებაც.

  • M10 S9 D11
    schedule 14 იან 2021, 22:03

    მარტო ხავი ვერაფერს უშველის მაგ ამბავს ტრანსფერები თუ არ გაკეთდა და გუნდი არ მოძლიერდა მესისთვის გინდა ხავი ყოფლია ტრენერი და გინდა ჭიჭიკო

  • Maradona
    schedule 14 იან 2021, 22:02

    ფონტმა კარგად იცის რო წააგებს და ხავს ეჭიდება და ეს ხავსი ხავია. წინასაარაჩევნო დაპირება რომლის ხარჯზეც უნდა რო გაიმარჯვოს.

  • tigresa
    schedule 14 იან 2021, 21:59

    მოკლედ ამ საარჩევნო კამპანიაში, ყველა მესიზე აპელირებს, მესით უნდა ყველას არჩევნების მოგება

  • BEQA BARCA
    schedule 14 იან 2021, 21:58

    ლაპორტა აუცილებლად უნდა მოვიდეს არ მწამს ამ კაცის.