workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” შემადგენლობა ცნობილია

“ბარსელონას” შემადგენლობა ცნობილია

დაახლოებით 1 საათში “ბარსელონა” ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში “სოსიედადს” დაუპირისპირდება.

ახლახანს კლუბმა ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა გამოაქვეყნა:

ტერ შტეგენი, მინგესა, არაუხო, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, გრიზმანი, ბრეითუეიტი, დემბელე.

სასტარტოში ვერ მოხვდა არგენტინელი შემტევი ლეო მესი, რომელმაც დილით თავი შეუძლოდ იგრძნო და ვარჯიშზე არ გამოცხადდა. ლეო არც სათადარიგოთა შორის იქნება.

ასევე ცვლილებაა დაცვის ცენტრში – მინგესასა და უმტიტის ნაცვლად არიან არაუხო და ლანგლე. მარჯვენა ფლანგზე კი დესტის ადგილს მინგესა იკავებს.

შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს adjarasport.tv წარმოგიდგენთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში