ვფიქრობ, ეს ადამიანი რამდენიმე საუკუნის წინ რომ დაბადებულიყო, შეურაცხადად შერაცხავდნენ…
მეშინია … მეშინია, ამ “ადამიანისთვის” ადამიანის წოდება … მაშინ ასე ვიტყვი: “არგენტინელი უცხოპლანეტელი”.
1987 წლის 24 ივნისს, როსარიოში ადამიანი დაიბადა … ადამიანი, რომელიც დაბადებიდან დაახლოებით 2 ათეული წლის შემდეგ უცხოპლანეტელად იქცა…
ამ დღეს ლეო დაიბადა!
ზუსტად რვა ათას შვიდას ორმოცდათოთხმეტი დღის წინ, როსარიოს ერთ–ერთი ჩვეულებრივი ოჯახის სიხარულის მიზეზი პატარა ბავშვის დაბადება გახდა. პატარა ვაჟს ლიონელი დაარქვეს … ლიონელ ანდრეს მესი.
ეს არის ადამიანი, რომელმაც “ბარსას”, ანუ ფეხბურთის, ისტორიის წერა ძალზედ პატარა ასაკში დაიწყო. საფეხბურთო ისტორიის წერას საკუთარი გატანილი გოლების, დრიბლინგებისა თუ მოპოვებული პრიზების დახმარებით, კვლავაც განაგრძობს და კვლავაც გააგრძელებს. ჩვენ კი უბრალოდ მივადევნოთ მის მიერ ჩადენილ საოცრებებს თვალი და თუ მაინც და მაინც ვერ (ვ)ითმენთ ეპიტეთებიც არ და(ვ)აკლოთ…
მართალია არ ვიცი, არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა რომელიმე პლანეტაზე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი უცხოპლანეტელია … არგენტინელი უცხოპლანეტელი, რომლის ძარღვებშიც ლურჯ–ბროწეულის ფერის სისხლი ჩქეფს…
ოქროს დაბადების დღეს გილოცავ, არგენტინელო უცხოპლანეტელო!
აქვე დაბადების დღეს “ბარსამანიას” ერთგულ მომხმარებელსა და ლეო მესის უდიდეს თაყვანისმცემელ JimoMessi–ს (barcaman2) მივულოცავ, რომელსაც დღეს 14 წელი შეუსრულდა.
…წარმოიდგინეთ, მესის შესაძლებლობებით ახლა ისე ვართ განცვიფრებულები, რომ დღესაც, 21–ე საუკუნეშიც კი გვიჭირს იმის გააანალიზება, რომ იგი ჩვენნაირი მოკვდავია … აბა წარმოიდგინეთ, როგორ მიიღებდნენ მას რამდენიმე საუკუნის წინ…
