“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ფონტი გულშემატკივარების ინიციატივას (La Resistencia del Paulu) შეუერთდა, რომლებიც მოითხოვენ, რომ შეგროვებული ხელმოწერები გადამოწმდეს.
ვიქტორი აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს აკეთებს:
მოდით, “ბარსა” გავხადოთ სრულიად დემოკრატიული და გამჭვირვალე კლუბი, რომელიც გულშემატკივრების ნამდვილი საკუთრება იქნება.
ფონტმა ასევე არჩევნების გადადების საკითხზეც ისაუბრა, რაც ესპანეთში არსებული პანდემიური პრობლემებითაა განპირობებული:
უნდა დავრწმუნდეთ, რომ “ბარსელონას” ინტერესები სრულად იქნება დაცული. თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებელია, რომ ჩვემა მხარდამჭერებმა ხმის მიცემა უსაფრთხო გარემოში შეძლონ.


შენ ახლა ნაცებივით ნუ გამოგდის🤣🤣 წააგე არჩევნები ფაქტიურად და აღარ იცი რა მობოდო😏
წააგო უკვე და აღარ იცის რა ქნას, უბრალოდ რაღას წელავენ ამ არჩევნებს ვერ გავიგე, რით ვეღარ დაადგა საშველი არჩევნების ჩატარებას
ეს მაინც ვერ ფაიმარჯვებს ხელმოწერებიც მოწმობს მაგას. ლაპორტა👑👍
ეს რომარ უნდა მოვიდეს ნათელია. გუნდი გასაჭირშია და ესაჭიროება კარგად ნაცნობი და გამოცდილი პრეზიდენტი. კიდევ ესპერიმენტების დროა და ამის სიტყვების სიმართლის თუ უტყუარობის შემოწმება ?! 😆🥰
es qartuli opoziciasavit ari raa 😂
აეწვა უკანალი იცის რო წააგებს და ეხლა ალაპარაკდა გამჭვირვალეობაზე ხო ვამბობ არა ბართომეუ ნომერ დვა
იცის რომ წააგებს და ხელმოწერების გადამოწმებას ამიტომ ითხოვს.არ გინდა ეხლა ეს ტყუილუბრალოდ ლაპარაკი.ზუსტად ნაციონალებივით გამოუვიდა ბიულეტენების გადამოწმებას რომ ითხოვენ და ხმების ხელახლა დათვლას არჩევნების შემდეგ.
ისე, ცოტა ხნით ლაპორტასთან რომ ითანამშრომლოს და გამოცდილება მიიღოს, მომავალში შეიძლება ჰქონდეს წარმატება